← ყველა ვაკანსია

ადმინისტრაციული დეპარტამენტის პროექტების მართვისა და სტატისტიკის სამმართველოს უფროსი

სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო · თბილისი · სრული განაკვეთი

• აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების, მათ შორის არასააღსრულებო სერვისების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობების ძიება; • აღნიშნული მიმართულებით მომხმარებელთა მოთხოვნების შესწავლა; • სერვისების განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით იდეების პროექტებად ჩამოყალიბება, პროექტების ტესტირება და შემდგომი დანერგვა; • სერვისების ფასწარმოქმნის პოლიტიკის განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადება; • სერვისების სფეროში დამტკიცებული იდეების/პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა; • აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში სერვისების სფეროში საქმიანობის ერთიანი პრაქტიკის დადგენის მიზნით რეკომენდაციის შემუშავება; • სერვისების გაყიდვის სტიმულირებისთვის გაყიდვების მოქმედებების/ღონისძიებების დაგეგმვა სერვისების, მომხმარებლების სეგმენტებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გაყიდვების სტიმულირებისთვის საჭირო ღონისძიებების ორგანიზება, განხორციელებული გაყიდვების ანალიზი და ანგარიშის მომზადება მათი ეფექტიანობის შესახებ გაყიდვების შემდგომი სტიმულირებისათვის; • პროგრამულ უზრუნველყოფაში ქსელისა და კომპიუტერული მოწყობილობების ხარვეზებისა და განვითარების შესაძლებლობების ძიება; • პროგრამული უზრუნველყოფის, ქსელისა და კომპიუტერული მოწყობილობების განვითარებისთვის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება; • ინფორმაციული ტექნოლოგიების მომწოდებლებთან ურთიერთობები; • ახლად დანერგილი სერვისების მართვასა და განვითარებაზე მონიტორინგი; • პარტნიორ ორგანიზაციებთან (როგორც საჯარო დაწესებულებებთან, ისე კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან) ურთიერთობების წარმართვა და მათი განვითარება; სერვისების განვითარების მიზნით პარტნიორ ორგანიზაციებთან სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება; • აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ზოგადი და მოთხოვნილი თემატიკის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათზე დაყრდნობით სხვადასხვა საჭირო ანალიზის მომზადება; • სერვისებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების წარმოება; • კომპეტენციის ფარგლებში ბიუროს დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია დეპარტამენტის ამოცანებთან.

განაცხადის გაგზავნა →