საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვებისა და დაგეგმარების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია · რუსთავი · სრული განაკვეთი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია არის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, რომლის უმთავრესი მიზანია: რუსთავის მდგრადი განვითარება, ინოვაციური მუნიციპალური სერვისების დანერგვა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა.
ჩვენი გუნდის სიძლიერე პროფესიონალიზმსა და მუდმივ განვითარებაშია.
ჩვენი ღირებულებებია:
• გამჭვირვალობა და სამართლიანობა – ღია, ეთიკური და ანგარიშვალდებული მუშაობის კულტურა;
• თანასწორობა – პროფესიული და კარიერული განვითარებისთვის თანაბარი პირობების შექმნა ყოველი თანამშრომლისთვის;
• გუნდურობა – ერთიანი ძალისხმევა და კოლეგიალობა საერთო მიზნების მისაღწევად.
ჩვენთან მუშაობა საინტერესოა!
რუსთავის მერია გაძლევთ შესაძლებლობას, გახდეთ რუსთავის ახალი განვითარების მონაწილე და თავად შექმნათ ქალაქის უკეთესი მომავალი.
• „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
• „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის შედგენასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენაში (სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის საშუალებით) მონაწილეობის მიღება;
• სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება - ელექტრონული ტენდერების გამოცხადება;
• სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება - გამარტივებული ხელშეკრულებების გაფორმება და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება;
• სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება - გადაუდებელი ხელშეკრულებების გაფორმება და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება, ასევე შესაბამისი თანმდევი პროცედურების განხორციელება - წერილებისა და ბრძანებების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადაგზავნა;
• გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა და ცვლილებების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება;
• მიმწოდებელთა რეესტრის წარმოება; ტენდერებისა და ხელშეკრულებების რეესტრების წარმოება;
• მიღებულ წერილებზე პასუხების მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით პასუხების გაცემა;
• ფაქტიური გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება;
• მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
• საქართველოს კონსტიტუცია;
• საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
• საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ;
• საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;
• საქართველოს კანონი, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
• საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;
• „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №12;
• „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N9 დადგენილება;
• „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის N17 დადგენილება;