← ყველა ვაკანსია

Junior Information Security Specialist

JSC Gepha

სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს „გეფა“ ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. "გეფას”ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris. "გეფა", როგორც დამსაქმებელი, რომელიც აერთიანებს 5000-მდე თანამშრომელს, თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს. კომპანიის ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების გუნდში ვეძებთ ტალანტს, ინფორმაციული უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე. რას გთავაზობთ? კარიერული ზრდისა და პროფესიული გამოცდილების გაძლიერებას - კომპანია მასშტაბურია, გამოწვევები ბევრი, შესაბამისად, განვითარების შანსიც რეალურია.შესაძლებლობას, რომ საკუთარი იდეები რეალობად აქციო - ჩვენთან შენს იდეებს ყოველთვის მოუსმენენ;მეგობრულ გუნდს - აქ დაგხვდებიან ადამიანები, რომლებიც შედეგზე არიან ორიენტირებულები და, ასევე, ერთმანეთის მხარდაჭერა არასდროს ავიწყდებათ;ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკს - ვიცით, რომ სხვა ადგილიდან მუშაობა პროდუქტიულობისთვის მნიშვნელოვანია;ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს - ზრუნვა უპირველეს ყოვლისა. რას გააკეთებ ჩვენს გუნდთან ერთად? მონიტორინგი: ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების (Antivirus, Firewall, SIEM, IDS/IPS) ყოველდღიური მონიტორინგი და საეჭვო აქტივობების იდენტიფიცირება;ინციდენტებზე რეაგირება: კიბერ ინციდენტების პირველადი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში მათი ესკალაცია უფროს სპეციალისტებთან;წვდომების მართვა: მომხმარებელთა უფლებების და წვდომების მართვის (IAM) პროცესის კონტროლი და აუდიტი;მოწყვლადობების მართვა: სისტემებსა და ქსელებში მოწყვლადობების სკანირების პროცესში მონაწილეობის მიღება და რეპორტების მომზადება;ცნობიერების ამაღლება: კომპანიის თანამშრომლებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კამპანიებსა და ტრენინგებში ტექნიკური მხარდაჭერა;პოლიტიკა/პროცედურები: უსაფრთხოების შიდა პოლიტიკებისა და სტანდარტების განახლება-შემუშავების პროცესში ჩართულობა. ვეძებთ ტალანტს: განათლება: ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების ან კიბერუსაფრთხოების მიმართულებით;ქსელების ცოდნა: კომპიუტერული ქსელების მუშაობის პრინციპებისა და პროტოკოლების საბაზისო ცოდნა (TCP/IP, DNS, HTTP/S, VPN, OSI მოდელი);ოპერაციული სისტემები: Windows და Linux ოპერაციული სისტემების არქიტექტურისა და ადმინისტრირების საბაზისო ცოდნა;უსაფრთხოების საფუძვლები: ინფორმაციული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების გააზრება (CIA Triad, კრიპტოგრაფიის საფუძვლები, რისკების მართვა);ენები: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (ტექნიკური დოკუმენტაციის თავისუფლად წაკითხვისა და დამუშავებისთვის);უპირატესობად ჩაითვლება: ინდუსტრიულად აღიარებული სერტიფიკატების ფლობა ან მათ ჩასაბარებლად მომზადება (მაგ: CompTIA Security+, Cisco CyberOps, ან მსგავსი). თუ გრძნობ, რომ ეს საქმე შენია, შემოგვიერთდი და განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად 🚀💚

განაცხადის გაგზავნა →