← ყველა ვაკანსია

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვებისა და დაგეგმარების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია · რუსთავი · სრული განაკვეთი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია არის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, რომლის უმთავრესი მიზანია: რუსთავის მდგრადი განვითარება, ინოვაციური მუნიციპალური სერვისების დანერგვა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა. ჩვენი გუნდის სიძლიერე პროფესიონალიზმსა და მუდმივ განვითარებაშია. ჩვენი ღირებულებებია: • გამჭვირვალობა და სამართლიანობა – ღია, ეთიკური და ანგარიშვალდებული მუშაობის კულტურა; • თანასწორობა – პროფესიული და კარიერული განვითარებისთვის თანაბარი პირობების შექმნა ყოველი თანამშრომლისთვის; • გუნდურობა – ერთიანი ძალისხმევა და კოლეგიალობა საერთო მიზნების მისაღწევად. ჩვენთან მუშაობა საინტერესოა! რუსთავის მერია გაძლევთ შესაძლებლობას, გახდეთ რუსთავის ახალი განვითარების მონაწილე და თავად შექმნათ ქალაქის უკეთესი მომავალი. • მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება - ელექტრონული ტენდერების გამოცხადება; • მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება - გამარტივებული ხელშეკრულებების გაფორმება და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება; • სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება - გადაუდებელი ხელშეკრულებების გაფორმება და სახელმწიფო შესყიდვებისერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება, ასევე შესაბამისი თანმდევი პროცედურების განხორციელება - წერილებისა და ბრძანებების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადაგზავნა; • გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა და ცვლილებების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება; • ფაქტიური გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება; • მიღებულ წერილებზე პასუხების მომზადება და სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით პასუხების გაცემა; • მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. • საქართველოს კონსტიტუცია; • საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ; • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; • საქართველოს კანონი „ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; • საქართველოს კანონი, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;  • საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“; • „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №12; • „ქალაქ რუსთავის  მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის  8  აგვისტოს  N9  დადგენილება; • „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის N17 დადგენილება;

განაცხადის გაგზავნა →