აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ბათუმის რესურსცენტრის მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი)
ქალაქ ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრი · ბათუმი · სრული განაკვეთი
ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. რესურსცენტრის მისიაა ქალაქ ბათუმის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (სკოლებში) სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა, სკოლების მხარდაჭერა ადმინისტრაციულ და მეთოდურ საქმიანობაში, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო გარემოს მონიტორინგი.
•კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ბათუმის რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების ზედამხედველობას და სკოლების მხარდაჭერას და კონსულტირებას;
•ბათუმის რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ნოვაციების გაცნობა, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში სხვადასხვა სახის იურიდიული კონსულტაციების გაწევა და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა;
•კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობა სასამართლოში;
•საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
•ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განათლების სფეროში მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი;
•რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების (ბრძანების) პროექტების, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება.
•კოორდინაციას უწევს ბათუმის რესურსცენტრის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შესრულებას, კონტროლს უწევს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;
•ბათუმის რესურსცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შტატგარეშე მოსამსახურეების შესახებ ინფორმაციის განთავსება ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში;
•ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ რესურსცენტრში შემოსული კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი პასუხების მომზადება.
- საქართველოს კონსტიტუცია;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
- „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანება;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2024 წლის 22 აპრილის N01-05/3 ბრძანებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულება“
- “მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №174/ნ ბრძანება;
- „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანება;
- „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანება;
- ,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანება;
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანება.