ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია · სენაკი · სრული განაკვეთი
- წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
- უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
- ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
- უზრუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;
- ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
- იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
-სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;
- უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას, სამსახურში შემოსული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და სენაკის მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
- უზრუნველყოფს მერის, მერიის სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
- მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციების განხორციელება.
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონი;
ვ) „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება;
ზ) „სენაკისმუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება;
თ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ი) ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
კ) ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
ლ) ,,საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“ საქართველოს კანონი;
მ) ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ საქართველოს კანონი
ნ) ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“ საქართველოს კანონი;
პ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ო) ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
რ) ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსის“ საქართველოს კანონის მე-11, მე-15, მე-17 თავები;
პ) ,,კანონიერი მოსარგებლებისთვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არა იზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელიორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილება;
ჟ) „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი” საქართველოს კანონი;