← ყველა ვაკანსია

თბილისის საქალაქო სერვისცენტრის უფროსი სპეციალისტი

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი

სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“ ადმინისტრირებას უწევს სახელმწიფო სოციალურ პროგრამებს და სახელმწიფო გასაცემლებს, რომლის მიზანია მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველი, მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერა, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის ამაღლება, სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საქართველოში სააგენტოს ტერიტორიული სერვისცენტრები 70 მისამართზეა განთავსებული, რომლებიც, ყოველთვიურად, შესაბამის მომსახურებას უწევენ ქვეყნაში მცხოვრებ დაახლოებით 1,7 მილიონ მოქალაქეს. • ცენტრში შემოსული განცხადებების მიღება და შესაბამისი პირისათვის გადაცემა; • დაინტერესებულ პირთა კონსულტაცია წარმოდგენილი მომართვების/განცხადების შინაარსზე, რედაქციასა და ფორმაზე, ასევე თანდართული და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; • დაინტერესებულ პირთა მომსახურება, სააგენტოში არსებული სერვისების სტანდარტის შესაბამისად და ე.წ. „წინა ხაზის“ თანამშრომელთათვის განსაზღვრული ქცევის შესაბამისად, მათ შორის თანხმობის ფორმის წარმოება და დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად, ინფორმაციის დამუშავება ან/და გაცემა; • დაინტერესებულ პირთა განაცხადის/წერილის მიღება და სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებულ სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებით, დადგენილი ინსტრუქციის შესაბამისად, შესაბამისი კონსულტაციის გაწევა/ინფორმაციის მიწოდება; • ბენეფიციართა საქმეების მატერიალური სახით წარმოება/შეფასება; • სააგენტოს ცენტრალური აპარატიდან მიღებული ინფორმაციის დროული დამუშავება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; • დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, სააგენტოს ადმინისტრირებას დაქვემდებარებული პროგრამებით მოსარგებლის შესახებ სათანადოდ მომზადებული ცნობების კანონით დადგენილი წესით გაცემა, საჭიროების შემთხვევაში მომზადება და კანონით დადგენილი წესით გაცემა; • სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შემხვედრი საჭიროებების შეფასება და პრიორიტეტების დაგეგმვა, მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების პროექტების მომზადება, დავალების შესრულების პროცესში ოპტიმალური საშუალების შერჩევა და კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება. • ცენტრის და ცენტრის საქმიანობის კანონშესაბამისად წარმართვის ხელშეწყობა; • სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით ინიციატივების შემუშავება და წინადადებების მომზადება. დავალების საფუძველზე, როგორც კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, ასევე ფიზიკურ პირებთან სააგენტოს სახელით წარმომადგენლობის გაწევა; • ცენტრის სამუშაო გეგმების მომზადება/მონაწილეობის მიღება; • სააგენტოს კომისიებში, სამუშაო ჯგუფებში და საბჭოებში მონაწილეობის მიღება, როგორც წევრად, ასევე, ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით; • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებით, სააგენტოს შინაგანაწესით და მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების განხორციელება. მათ შორის, უფლებამოსილების ფარგლებში ცენტრის უფროსის სხვადასხვა დავალებების შესრულება; • სერვის ცენტრში კარგი სამუშაო ატმოსფეროს, თანამშრომელთა მოტივაციის შექმნის/ამაღლების/შენარჩუნების უზრუნველყოფა. დასაქმებული პირების მხარდაჭერა და პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება; • ცენტრის ფუნქციების ეფექტიანი განხორციელების მიზნით ხელმძღვანელთათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება/წარდგენა; • გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელის დავალებისა და სააგენტოში მოქმედი აქტებით განსაზღვრული წესით. • საქართველოს კონსტიტუცია; • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ I-IV თავი; • საქართველოს ორგანული  კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; • საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; •  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანება; • საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“; • საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“; • საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“; • საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“; • „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის #01-133/ნ ბრძანება;

განაცხადის გაგზავნა →