სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი
სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“ ადმინისტრირებას უწევს სახელმწიფო სოციალურ პროგრამებს და სახელმწიფო გასაცემლებს, რომლის მიზანია მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველი, მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერა, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის ამაღლება, სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საქართველოში სააგენტოს ტერიტორიული სერვისცენტრები 70 მისამართზეა განთავსებული, რომლებიც, ყოველთვიურად, შესაბამის მომსახურებას უწევენ ქვეყნაში მცხოვრებ დაახლოებით 1,7 მილიონ მოქალაქეს.
• სამსახურის დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
• სამსახურის მუშაობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და სამსახურის საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობა;
• სამსახურში შემოსული მოქალაქეთა განცხადებების ანალიზი, შეფასება, ინფორმაციის მოძიება/დამუშავება და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
• სააგენტოს მონაცემთა ბაზების რეგულარული დამუშავება და ანალიზი;
• აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზების შესახებ ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
• სააგენტოში არსებული ბაზების პირველადი სიხშირული მონაცემების გენერირება და ამ ინფორმაციის შემდგომი გამოყენება;
• ახალი პროგრამების, ან პროგრამაში ცვლილებების აღწერის და პრეზენტაციების მომზადება;
• საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთა მიღება და კონსულტაციის გაწევა;
• სამსახურში შემოსული განცხადებების/წერილების ანალიზი, შეფასება და სათანადო გადაწყვეტილებების პროექტის მომზადება. საქმიანობის შესაბამისად სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/მომზადება ან/და მის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ანალიზი და წინადებების შემუშავება;
• სამსახურებერივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით რისკების შეფასება და პრიორიტეტების დაგეგვმვა, მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების პროექტების მომზადება/ხელმოწერა. დავალების შესრულების პროცესში ოპტიმალური ვარიანტების შერჩევა და კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება. სამსახურის საქმიანობის კანონშესაბამისად წარმართვის ხელშეწყობა;
• სააგენტოს ფუნქციების რეალიზაციისას წამოჭრილი სადავო საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
• კომპეტენციის ფარგლებში და ხელმძღვანელობის დავალებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ან სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ადმინისტრაციული/სამოქალაქო გარიგებების (შეთანხმებები, მემორანდუმები, ხელშეკრულებები და ა.შ.) პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
• სამსახურის სამუშაო გეგმების მომზადება/მონაწილეობის მიღება;
• სამსახურეობრივ საკითხებთან დაკავშირებით ინიციატივების შემუშავება და წინადადებების მომზადება. დირექტორის დავალების საფუძველზე როგორც კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, ასევე ფიზიკურ პირებთან სააგენტოს სახელით წარმომადგენლობის გაწევა;
• სააგენტოს თანამშრომელთა და მესამე პირების კონსულტაცია;
• სააგენტოს კომისიებში, სამუშაო ჯგუფებში და საბჭოებში მონაწილეობის მიღება, როგორც წევრად ასევე, ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით;
• საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებით, სააგენტოს შინაგაწესით და მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების განხორციელება;
• სამსახურის ფუნქციების ეფექტიანი განხორციელების მიზნით ხელმძღვანელთათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება/წარდგენა.
• უზრუნველყოფს სამსახურის კარგი სამუშაო ატმოსფეროს და სამსახურში დასაქმებულ პირებს უზიარებს მის პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას;
• სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის და სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება;
• გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელის დავალებისა და სააგენტოში მოქმედი აქტებით განსაზღვრული წესით.
• საქართველოს კონსტიტუცია;
• საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ I-IV თავი;
• საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
• საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“;
• საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“;
• „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანება;