← ყველა ვაკანსია

იმერეთის რეგიონული სერვისცენტრის ლოგისტიკა

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო · ქუთაისი · სრული განაკვეთი

სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“ ადმინისტრირებას უწევს სახელმწიფო სოციალურ პროგრამებს და სახელმწიფო გასაცემლებს, რომლის მიზანია მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველი, მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერა, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის ამაღლება, სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საქართველოში სააგენტოს ტერიტორიული სერვისცენტრები 70 მისამართზეა განთავსებული, რომლებიც, ყოველთვიურად, შესაბამის მომსახურებას უწევენ ქვეყნაში მცხოვრებ დაახლოებით 1,7 მილიონ მოქალაქეს. • ცენტრის საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობა; • სააგენტოს სერვის ცენტრების მატერიალური ფასეულობებით უზრუნველყოფა და მათი აღრიცხვა; • სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; • სოციალური მომსახურების სერვის ცენტრებში, კვარტლის ლიმიტით განსაზღვრულ ფარგლებში, საკანცელარიო ნივთების და კომპიუტერული ტექნიკის უზრუნველყოფა; • სააგენტოს სარგებლობაში არსებული კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის, ასევე, ქსელური მოწყობილობების გამართული ფუნქციონირება; • ადგილზე სხვადასხვა სამეურნეო სამუშაოების შესრულება; • სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით რისკების შეფასება და პრიორიტეტების დაგეგვმვა, მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების პროექტების მომზადება/ხელმოწერა. დავალების შესრულების პროცესში ოპტიმალური ვარიანტების შერჩევა და კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; • სააგენტოს ფუნქციების რეალიზაციისას წამოჭრილი სადავო საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება; • ცენტრის სამუშაო გეგმების მომზადება/მონაწილეობის მიღება; • სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით ინიციატივების შემუშავება და წინადადებების მომზადება; • სააგენტოს კომისიებში, სამუშაო ჯგუფებში და საბჭოებში მონაწილეობის მიღება, როგორც წევრად ასევე, ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით; • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებით, სააგენტოს შინაგანაწესით და მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების განხორციელება. ცენტრის უფროსის და ცენტრის უფროსის მოადგილის სხვადასხვა დავალებების შესრულება; • უზრუნველყოფს ცენტრში კარგ სამუშაო ატმოსფეროს და ცენტრში დასაქმებულ პირებს უზიარებს მის პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას; • გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელის დავალებისა და სააგენტოში მოქმედი აქტებით განსაზღვრული წესით. • საქართველოს კონსტიტუცია; • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ I-IV თავი; • საქართველოს ორგანული  კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; • საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; •  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანება;

განაცხადის გაგზავნა →