ცხოველთა პოპულაციების მართვის განყოფილება - ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამა - მიმღები - რეგისტრატორი
სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი
- სააგენტოში მოქალაქეების მიღება, კომპეტენციის ფარგლებში, მათი მოთხოვნის შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთა განცხადებების მიღება, მათთვის განცხადებების დაწერაში დახმარების გაწევა;
- ვიზიტორთა აღრიცხვა და მიღების ჟურნალის წარმოება;
- ფუნქციურ საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის (საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები), სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული წესების, ინსტრუქციებისა და მეთოდური სახელმძღვანელოების სრულყოფილი ცოდნა და მათი მოთხოვნების განუხრელი დაცვა;
- საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას და გაუფრთხილდეს სააგენტოს სახელს, ავტორიტეტსა და საზოგადოებრივ ნდობას, ასევე თავი შეიკაოს ისეთი ქმედების განხორციელებისგან, რომელიც აფერხებს სამსახურის საქმიანობას ან ზიანს აყენებს მის რეპუტაციას;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“.
- საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“. ნორმატიული და ინდივიდუალური აქტები:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“.
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 თებერვლის N9-11 დადგენილება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დამტკიცების შესახებ.
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-141 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ“.
- ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-93 დადგენილება.
- საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის N414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების შესახებ"