← ყველა ვაკანსია

IT Support

JSC Gepha

სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს „გეფა“ ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. "გეფას”ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris. "გეფა", როგორც დამსაქმებელი, რომელიც აერთიანებს 5000-მდე თანამშრომელს, თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს. კომპანიის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის გუნდში ვეძებთ ტალანტს, ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე. რას გთავაზობთ? კარიერული ზრდისა და პროფესიული გამოცდილების გაძლიერებას - კომპანია მასშტაბურია, გამოწვევები ბევრი, შესაბამისად, განვითარების შანსიც რეალურია.შესაძლებლობას, რომ საკუთარი იდეები რეალობად აქციო - ჩვენთან შენს იდეებს ყოველთვის მოუსმენენ;მეგობრულ გუნდს - აქ დაგხვდებიან ადამიანები, რომლებიც შედეგზე არიან ორიენტირებულები და, ასევე, ერთმანეთის მხარდაჭერა არასდროს ავიწყდებათ;ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკს - ვიცით, რომ სხვა ადგილიდან მუშაობა პროდუქტიულობისთვის მნიშვნელოვანია;ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს - ზრუნვა უპირველეს ყოვლისა. რას გააკეთებ ჩვენს გუნდთან ერთად? კომპანიის კუთვნილი ობიექტების ტერიტორიაზე და ამ ობიექტების შეუფერხებელი მუშაობისთვის საჭირო ტექნიკური საკითხების მოგვარება;კომპიუტერული ტექნიკის: UPS დაშლა, აწყობა, დაერთება, ტრანსპორტირება/პროგრამული გამართვა;სამეურნეო ხელსაწყოების გამოყენების უნარი;ელექტროსისტემების ზოგადი მუშაობის პრინციპის ცოდნა;IT support; ვეძებთ ტალანტს: სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);ოპერაციული სისტემების MS Windows საფუძვლიანი ცოდნა;ქსელის საფუძვლების ცოდნა;მართვის მოწმობა B კატეგორია;აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომანქანა. თუ გრძნობ, რომ ეს საქმე შენია, შემოგვიერთდი და განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად 🚀💚

განაცხადის გაგზავნა →