საქმისწარმოების განყოფილების მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო · თბილისი · სრული განაკვეთი
• მოქალაქეთა მიღება, გასაუბრება, მათთვის საინტერესო საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
• ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილების, განცხადებების, საჩივრების, წინადადებების პირველადი რეგისტრაცია, რეკვიზიტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შეტანა და შემდგომი მოძრაობის დაფიქსირება;
• რეზოლუციის შესაბამისად დოკუმენტის მოძრაობის შესახებ მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
• უშუალო უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ა.ბ) ევროპული ქარტია “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
ა.გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
ა.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ა.ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ა.ვ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების;
შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის №2-1 დადგენილება.