← ყველა ვაკანსია

პროფესიული განათლების მასწავლებელი კომპიუტერული ქსელისა და სისტემების მიმართულებით

სსიპ - კასპის კოლეჯი · კასპი

რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის, ხარისხიანი განათლების მიწოდებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში 2020 წელს ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდა. კოლეჯი ორიენტირებულია შრომის ბაზრისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე. შენობა აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. კოლეჯის ტერიტორიაზე განთავსებულია: ბიბლიოთეკა, კეთილმოწყობილი ეზო, მოსასვენებელი და გასართობი სივრცე. • პროფესიული სტუდენტისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა; • პროფესიული სტუდენტის შეფასება. • პროფესიული სტუდენტის მომზადება შემდეგი მოდულების შესაბამისად: 1.კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების უსაფრთხოება და პრობლემის აღმოფხვრა. 2.კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა. 3.კომპიუტერული ქსელის ორგანიზებისა და გამოყენების პრინციპები 4.კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების აპარატურული უზრუნველყოფა 5.მობილური და Linux ოპერაციული სისტემები 6.გაცნობითი პრაქტიკა - კომპიუტერული ქსელი და სისტემები 7,Windows სერვერული ოპერაციული სისტემის და ქსელური სერვისების ბაზისური გამართვა 8.Linux ოპერაციულ სისტემასთან მუშაობა 9.Linux სერვერული ოპერაციული სისტემის ბაზისური გამართვა. 10.კომპიუტერული ქსელის სტრუქტურა და აგების პრინციპები 11. კომპიუტერული ქსელის დამისამართება 12.ბაზისური ქსელური სერვისების გამართვა 13. ბაზისური კომუტაცია და მარშრუტიზაცია კომპიუტერულ ქსელებში

განაცხადის გაგზავნა →