← ყველა ვაკანსია

ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი

სსიპ - კოლეჯი "აისი" · გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი კაჭრეთი · სრული განაკვეთი

კოლეჯი „აისი“ კახეთის რეგიონში ლიდერი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. კოლეჯის ისტორია 1980 წლიდან იწყება. კოლეჯი „აისი“ არის პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. სასწავლო პროცესი მიმართულია არა მხოლოდ სტუდენტის ინფორმაციითა და ცოდნით აღჭურვისკენ, არამედ ამ ცოდნის გამოყენებისა და განვრცობის, მის საფუძველზე ახლის მოძიებისკენ. ამიტომ, აქ ცოდნის მიღების პარალელურად, სტუდენტებსა და მსმენელებს ვეხმარებით ძლიერი პიროვნული მახასიათებლების განვითარებაში, მათ საზოგადოებასა და სოციალურ გარემოში ინტეგრაციაში, საკუთარი უნარებისა და სოციალური როლის გააზრებაში. კოლეჯი „აისი“ მოიცავს კახეთის თითქმის მთელ რეგიონს და ძირითადად, ოთხ მუნიციპალიტეტშია განთავსებული: გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. კოლეჯის მიზანია, მაღალი პროფესიული სტანდარტების დანერგვა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. კოლეჯის გუნდი მუდმივად ისწრაფვის განვითარებისა და სრულყოფილებისაკენ.  კვალიფიციური კადრების მოზიდვის, საკადრო პოლიტიკის ოპტიმიზაციის, პერსონალის მოტივირების, შრომითი და კმაყოფილების ზრდის მიზნით რეკომენდაციის მომზადება;  კოლეჯის პერსონალის მოტივაციისა და კმაყოფილების, აგრეთვე შეფასების, დისციპლინარული პოლიტიკის, პროცედურებისა და აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვა;  კოლეჯის თანამშრომელთა ხელშეკრულებების მართვა, მათ შესახებ მონაცემების შეგროვება/შენახვის პროცესის ადმინისტრირება;  ახორციელებს შრომითი ურთიერთობის დასამყარებლად წინასახელშეკრულებო და ხელშეკრულების დასადებად აუცილებელი სამუშაოების შესრულებას;  კოლეჯის ახალი კადრების სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და მართვა, მათი ახალ სამუშაო გარემოში ეფექტურად ჩართვის მიზნით;  კოლეჯში კადრების სტაბილურობისა და დენადობის პერიოდული ანალიზი, ძირითადი მიზეზებისა და ტენდენციების იდენტიფიცირება. ამასთან დაკავშირებით, დირექტორისთვის პერიოდულად ანგარიშების მიწოდება;  პერსონალის საქმიანობის შეფასება და პროფესიული განვითარების საჭიროებათა კვლევა;  კონსულტაციებისა და დახმარების გაწევა, კოლეჯის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;  ვაკანსიის (არსებობის შემთხვევაში) შევსების პროცესის კოორდინაცია;  პერსონალის პირადი საქმეების შენახვა/მათი პერსონალური ინფორმაციის დაცვა;  პროფესიული სტუდენტების/მსმენელების პირადი საქმეების შენახვა/მათი პერსონალური ინფორმაციის დაცვა;  სამუშაოს შესრულება კოლეჯის „ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის“ შესაბამისად.  მონაწილეობს სამოქმედო გეგმების შემუშავებაში და ანგარიშის შედგენაში.  კომპეტენციის ფარგლებში შიდა მარეგულირებელი აქტების შემუშავება-განვითარებაში მონაწილეობის მიღება;  ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით და დირექტორის მიერ დაკისრებულ სხვა ვალდებულებებს კომპეტენციის და ინტერესთან კონფლიქტის გამორიცხვის ფარგლებში.  მისი უფლებამოსილების შეწყვეტის ან განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წინასწარ განსაზღვრული პირი. ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე გასაუბრება მოიცავს შემდეგ საკითხებს: შრომითი ურთიერთობები  - საქართველოს შრომის კანონმდებლობის ძირითადი საკითხები, შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, ცვლილება და შეწყვეტა, სამუშაო დროისა და შვებულების აღრიცხვა; პერსონალის შერჩევა და ადაპტაცია  - ვაკანსიის მოთხოვნების განსაზღვრა, კანდიდატების შეფასება და ახალი თანამშრომლის სამუშაოზე ადაპტაცია; საკადრო დოკუმენტაციის წარმოება  -  თანამშრომელთა პირადი საქმეების, საკადრო ბრძანებებისა და რეესტრების წარმოება, ხელშეკრულებებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მოქმედების ვადების კონტროლი; სამუშაოს შესრულების შეფასება და პროფესიული განვითარება -  შეფასების მეთოდები, უკუკავშირი და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროებების გამოვლენა; პერსონალური მონაცემების დაცვა - საკადრო ინფორმაციის კონფიდენციალურობა, დოკუმენტებზე წვდომა და ინფორმაციის გაზიარება; ადამიანური რესურსების მართვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში - ადმინისტრაციულ პერსონალთან და პროფესიული განათლების მასწავლებლებთან მუშაობა, კოლეჯის ლოკაციებს შორის საკადრო პროცესების კოორდინაცია და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება; სამუშაო სიტუაციების ანალიზი - საკადრო დოკუმენტაციაში ხარვეზების გამოვლენა, რეაგირების პრიორიტეტების განსაზღვრა და შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის მომზადება.

განაცხადის გაგზავნა →