← ყველა ვაკანსია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი

საქართველოს პარლამენტი · თბილისი · სრული განაკვეთი

საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. • საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა აქტების პროექტების მომზადება; • კომიტეტის აქტების პროექტებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება; • საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება; • განცხადებების, მიმართვების, წერილებისა და პეტიციების შესწავლა, ანალიზი და კომიტეტის მიერ სათანადო რეაგირებისთვის შესაბამისი საკითხების მომზადება, კორესპონდენციის დამუშავება, გაგზავნა და სხვა კომუნიკაციის განხორციელება; • კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშების პროექტების მომზადება; • კომიტეტის სამუშაო ჯგუფების მუშაობის ორგანიზება; • კომიტეტის მიერ განსახილველი/განხილული საკითხების შესახებ გამოთქმული ან წარდგენილი შენიშვნების დამუშავება და დადგენილი წესით ასახვა; • კომიტეტის სხდომების გამართვის უზრუნველყოფა; • კომიტეტის ან კომიტეტის აპარატის საქმიანობის სამართლებრივი, ანალიტიკური, დოკუმენტური, საინფორმაციო ან/და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით კომიტეტის თავმჯდომარის ან კომიტეტის აპარატის უფროსის დავალებით სხვა ფუნქციების შესრულება, მათი ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება; • საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულება. • საქართველოს კონსტიტუცია; • „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპული კონვენცია (რომი, 1950 წელი); • 1948 წლის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“; • საერთაშორისო პაქტი „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“; • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“; • საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“; • საქართველოს ორგანული კანონი „პროკურატურის შესახებ“; • საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; • საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“; • საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; • საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; • საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი; • საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულება; • საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დებულება; • საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის დებულება; • საქართველოს პარლამენტის საქმისწარმოების ინსტრუქცია.

განაცხადის გაგზავნა →