← ყველა ვაკანსია

ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტაჟიორი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო · თბილისი · სრული განაკვეთი

მონაწილეობს შემდეგ საქმიანობაში: ა) სამინისტროსა და მინისტრის სოციალური მედიის გვერდებისა და სხვა საკომუნიკაციო არხების (Facebook, ვებგვერდი და სხვა) მართვაში, მათ შორის, კონტენტსტრატეგიისა და კონტენტკალენდრის შემუშავებაში; ბ) სამინისტროს საქმიანობის, პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო მასალების, სოციალური მედიის პოსტების, ბანერებისა და პრეზენტაციების მომზადებაში; გ) სამინისტროს მიერ ორგანიზებული და სამინისტროს მონაწილეობით გამართული ღონისძიებების საინფორმაციო მხარდაჭერაში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ფოტო- და ვიდეოგადაღებაში; დ) სამინისტროს საქმიანობის პოპულარიზაციისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით კრეატიული იდეებისა და ინიციატივების შემუშავებაში; ე) გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ტექნიკურ მომზადებასა და შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე განთავსებაში. საქართველოს კონსტიტუცია; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილება.

განაცხადის გაგზავნა →