პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - "მოდის ტექნოლოგია და დიზაინი" (კოოპერაციული - IV დონე) პროფესიული მასწავლებელი
სსიპ - კოლეჯი "ქართლი" · ხაშური · სრული განაკვეთი
სსიპ კოლეჯი "ქართლის" ძირითადი საქმიანობაა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელებით დაინტერესებული პირებისათვის თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და კომპეტენციებით აღჭურვა, მათი პროფესიული და პიროვნული განვითარების, დასაქმებისა და მეწარმეობა-თვითდასაქმების ხელშეწყობა.
1. სტუდენტებისათვის "მოდის ტექნოლოგია და დიზაინი" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლება თანამედროვე სწავლების მეთოდების, ტექნოლოგიებისა და სასწავლო რესურსების გამოყენებით;
2. სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების ჩამოყალიბება;
3. კურსდამთავრებულთა სწავლის შედეგების უზრუნველყოფა შემდეგი მიმართულებებით:
- უსაფრთხო სამუშაო ადგილის ორგანიზების უზრუნველყოფა და მოდელის გაცნობა;
- ესკიზის შექმნა;
- სამკერვალო ნაწარმის დამზადებისათვის საჭირო ძირითადი და დამხმარე მასალების შერჩევა;
- სამკერვალო ნაწარმის დეტალების ტექნოლოგიურად დამუშავება;
- სამკერვალო ნაწარმის დამზადებისათვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო მანქანებისა და თბურ-დანამვითი დამუშავების მოწყობილობების გამოყენება;
- სამკერვალო ნაწარმის კონსტრუქციული ნახაზის აგება;
- სამკერვალო ნაწარმის გამოჭრა და შეკერვა;
- ტანსაცმლის გადაკეთება და დაზიანებული უბნების აღდგენა;
- შესრულებული სამუშაოს ანგარიშგების უზრუნველყოფა
4. პროფესიული სტუდენტების შეფასება;
5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების შემუშავების, შეფასებისა და გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა;
6. საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
7. მოქმედი კანონმდებლობით, პროფესიული სტანდარტებით, კოლეჯის წესდებით, შრომითი ხელშეკრულებით, შინაგანაწესით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
- საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ
- პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი- "მოდის დიზაინი და ტექნოლოგია"
- პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტი
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი