← ყველა ვაკანსია

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "მოდის ტექნოლოგიისა და დიზაინის" ინტეგრირებული ზოგადი მოდულის ,,სპორტი“ - პროფესიული განათლების მასწავლებელი

სსიპ - კოლეჯი "ქართლი" · ხაშური · სრული განაკვეთი

სსიპ კოლეჯი "ქართლის" ძირითადი საქმიანობაა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელებით დაინტერესებული პირებისათვის თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და კომპეტენციებით აღჭურვა, მათი პროფესიული და პიროვნული განვითარების, დასაქმებისა და მეწარმეობა-თვითდასაქმების ხელშეწყობა 1. ინტეგრირებული ზოგადი მოდულის - ,,სპორტი“ სწავლება სტუდენტებისათვის თანამედროვე სწავლების მეთოდების, ტექნოლოგიებისა და სასწავლო რესურსების გამოყენებით; 2. სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების ჩამოყალიბება; 3. კურსდამთავრებულთა მიერ მოდულის სწავლის შედეგების უზრუნველყოფა შემდეგი მიმართულებით: - ფიზიკურ აქტივობებში რეგულარული ჩართულობით მოტორული უნარებისა და ფიზიკური თვისებების განვითარება სოციალიზაციისა და ჯანმრთელობის განმტკიცებისთვის; - სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში მონაწილეობით პერსონალურ ქცევასა და სოციალური ურთიერთობებზე პასუხისმგებლობის აღება/გააზრება ორგანიზებულობის, თვითკონტროლის განსამტკიცებლად; - რეგულარულ ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობით ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების მნიშვნელობის გააზრება და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა; 4. პროფესიული სტუდენტების შეფასება; 5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, შეფასებისა და გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა; 6. საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა; 7. მოქმედი კანონმდებლობით, პროფესიული სტანდარტებით, კოლეჯის წესდებით, შრომითი ხელშეკრულებით, შინაგანაწესით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. - საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ - პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტი - პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №48/ნ (2021 წლის 19 ივლისი) -  "პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ"

განაცხადის გაგზავნა →