← ყველა ვაკანსია

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - "კომპიუტერის ქსელი და სისტემები" (იპმიტირებული - IV დონე) პროფესიული მასწავლებელი

სსიპ - კოლეჯი "ქართლი" · ხაშური · სრული განაკვეთი

სსიპ კოლეჯი "ქართლის" ძირითადი საქმიანობაა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელებით დაინტერესებული პირებისათვის თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და კომპეტენციებით აღჭურვა, მათი პროფესიული და პიროვნული განვითარების, დასაქმებისა და მეწარმეობა-თვითდასაქმების ხელშეწყობა. 1. "კომპიუტერის ქსელი და სისტემები" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული მოდულების სწავლება სტუდენტებისათვის თანამედროვე სწავლების მეთოდების, ტექნოლოგიებისა და სასწავლო რესურსების გამოყენებით; 2. სტუდენტებისათვის თეორიული სასწავლო პროცესის შესაბამისი სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფაში მონაწილეობა; 3. სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების ჩამოყალიბება; 4. კურსდამთავრებულთა სწავლის შედეგების უზრუნველყოფა "კომპიუტერის ქსელი და სისტემების" საშუალო კვალიფიკაციის მიმართულებით: - უზრუნველყოს პერსონალური კომპიუტერისა და პერიფერიული მოწყობილობების აპარატურული და პროგრამული მხარდაჭერა; - იმუშაოს მობილურ და ლინუქს ოპერაციულ სისტემებთან; - დაამონტაჟოს და გამართოს მცირე და საშუალო ზომის კომპიუტერული ქსელი; - დაამონტაჟოს და გამართოს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები; - გამართოს ბაზისურად კომპიუტერული ქსელის ფიზიკური და ლოგიკური ტოპოლოგია; - უზრუნველყოს კომპიუტერულ ქსელებში ბაზისური კომუტაცია და მარშუტიზაცია; - გამართოს ბაზისურად VOIP ტელეფონია; 5. პროფესიული სტუდენტების შეფასება; 6. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების შემუშავების, შეფასებისა და გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა; 7. საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა; 8. მოქმედი კანონმდებლობით, პროფესიული სტანდარტებით, კოლეჯის წესდებით, შრომითი ხელშეკრულებით, შინაგანაწესით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. - საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ - პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი - პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი

განაცხადის გაგზავნა →