← ყველა ვაკანსია

სხდომის მდივანი

ახალციხის რაიონული სასამართლო · ახალციხე · სრული განაკვეთი

სასამართლო პროცესზე გამოძახებული პირების გამოცხადების შემოწმება და სასამართლო შემადგენლობისათვის მოხსენება; - სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებული მონაცემების შეტანა საქმის განხილვის ფორმულარში, თავისი ხელმოწერით დადასტურება და ელექტრონულ პროგრამაში შეყვანა; - სხდომის თავმჯდომარის წინადადებით საპროცესო დოკუმენტების საჯაროდ წაკითხვა; - სასამართლო სხდომის ოქმის წარმოება; - სასამართლოს მოქმედების და გადაწყვეტილების, აგრეთვე სასამართლო სხდომის ყველა მონაწილის მოქმედების, განცხადების, შუამდგომლობის, ჩვენებისა და ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში სწორად შეტანა; (როგორც წესი, ოქმში ფიქსირდება პროცესის მონაწილეთა როგორც შეკითხვა, ისე შეკითხვაზე პასუხი;) - ახსნა-განმარტებების გაკეთება სასამართლო სხდომაზე, თუ ოქმის გამო არსებობს შენიშვნები; - საქმეში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ჩაკერება: საცნობარო ფურცელის, განჩინების (დადგენილების) და საქმის განხილვისას წარმოებული მიმოწერის მასალების, კანონით დადგენილი წესით შემოწმებული და ხელმოწერილი სასამართლო სხდომის ოქმის, საქმეზე თანდართულ ყველა დოკუმენტის სასამართლო განხილვისას მათი შემოსვლის თანამიმდევრობით. ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ზ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; თ) "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი; ი) "საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ" საქართველოს კანონი; კ)"ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი; ლ)"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; მ) „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი; ნ)  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; ო) საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის N466 ბრძანებულებით დამტკიცებული "რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულება; პ) "საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილება; ჟ) ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება.

განაცხადის გაგზავნა →