← ყველა ვაკანსია

საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია · ზუგდიდი · სრული განაკვეთი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, მერიას ხელმძღვანელობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მართვასა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების განხორციელებას. • სამსახურის უფროსის დავალებით საკურატორო განყოფილებების საქმიანობასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსისთვის წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; • საკურატორო განყოფილებების მუშაობის კოორდინაცია და ზედამხედველობა; • ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებისას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა; • მეორადი სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული საკითხების, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების სამსახურის უფროსისთვის წარდგენა; • სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად ანგარიშის წარდგენა სამსახურის უფროსისთვის ; • მეორადი სტრუქტურული ერთეულების მოხელეთა მიერ დავალებების შესრულების ვადებზე ზედამხედველობა, შესაბამისი წინადადებების მომზადება და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა; • საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება. • საქართველოს კონსტიტუცია; • საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; • საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“; • „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია“; • საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; • საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; • საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ ( თავი XXIX); • „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის  N364 ბრძანება; • „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის N99 ბრძანება; • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის N385 ბრძანება „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“; • საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 ივლისის №21 დადგენილება.

განაცხადის გაგზავნა →