ადმინისტრაციული სამსახურის, საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების, საქმისწარმოების საკითხებში მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია · ლენტეხი · სრული განაკვეთი
-- ელექტრონულად დოკუმენტების მიღება, დამუშავება, გაგზავნა და შედგენა;
-- ტექნიკურად სხვადასხვა სახის დოკუმენტების პირველადი დამუშავების უზრუნველყოფა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში;
-- სტანდარტული, რუტინული დავალებების შესრულება;
-- შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა;
-- შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია;
-- მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით, ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით, მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობა;
-- მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
დ) ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N19 დადგენილება.