← ყველა ვაკანსია

სასწავლო პროცესის მენეჯერი

სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი · მცხეთა · სრული განაკვეთი

- ვალდებულია მოამზადოს კვარტალური ანგარიში და წარუდგენოს კოლეჯის დირექტორს; დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოადგილეს; - ვალდებულია კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და შესაბამისი პასუხის მომზადებაზე; - პასუხისმგებელია თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ცხრილების შედგენასა და რეგულირებაზე; - ვალდებულია უზრუნველყოს კვალიფიკაციის შესაბამისად , პროფესიული მასწავლებლების სასწავლო პროცესში ჩართვა და შესაბამისი საათობრივი დატვირთვის განსაზღვრა. - ვალდებულია , თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ცხრილები , გასაცნობად გადაუგზავნოს კოლეჯის დირექტორს ყოველი კვირის ბოლო სამუშაო დღეს (პარასკევს) ; - უზრუნველყოს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ცხრილის თვალსაჩინო ადგილას გამოქვეყნება. - ვალდებულია სასწავლო აუდიტორიებში წესრიგზე (დისციპლინა, ჰიგიენა) მეთვალყურეობაზე; - ვალდებულია მასწავლებელთა სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის საფუძველზე , ანაზღაურების გასაცემად დაჯამებული ცხრილის დირექტორისათვის წარდგენაზე მონიტორინგის მიერ გადაცემული შემოწმეული მონაცემების შესაბამისად . - ახდენს ყოველი სამუშაო კვირის ბოლოს სალექციო ცხრილების განრიგის წარდგენას კოლეჯის დირექტორთან შესათანხმებლად; - ახდენს საკვალიფიკაციო კომისიისათვის საჭირო მასალების შეგროვებასა და ამზადებს სხდომის ოქმებს(ელექტრონული და მატერიალური ფორმით) და უგზავნის შესაბამის სამსახურს; • საქართველოს კონსტიტუცია • „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი • საქართველოს მთავრობის დადგენილება  N 416,  2022 წლის 9 აგვისტო • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №48/ნ 2021 წლის 19 ივლისის • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება No198/ნ პროფესიული სტუდენტის მობილობის წესის დამტკიცების შესახებ;  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №121/ნ ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ;  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის ბრძანება  №42/ნ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ;  • საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ;  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის  N244 დადგენილება ,,პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და  პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამების  განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ  დაფუძნებული საგანმანათლებლო  დაესებულებებში სწავლის საფასურის  მაქსიმალური ოდენობის  დამტკიცების  თაობაზე’’;

განაცხადის გაგზავნა →