← ყველა ვაკანსია

სამეურნეო მართვის მენეჯერი

სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი · მცხეთა · სრული განაკვეთი

ოლეჯის „სამეურნეო მართვის მენეჯერის“ უფლებამოსილებები განისაზღვრება შემდეგნაირად: - კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; - კვარტალური ანგარიშის მომზადება და წარდგენა კოლეჯის დირექტორისა და დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოადგილისათვის; - ხელმძღვანელობს კოლეჯის სამეურნეო საქმიანობას; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შევსების, განახლებისა და შეკეთების სამუშაოებს; - ვალდებულია კოლეჯის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობები ჰქონდეს სათანადოდ აღწერილი (საინვენტარო ნომრები მინიჭებული), დაცული და მოვლილი; - კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს მიღება-ჩაბარების აქტებზე; - პასუხისმგებელია საწყობში დაცულ მატერიალურ ფასეულობებზე, მათ მოვლა-პატრონობისა და შენახვის საკითხებზე, აღრიცხვასა და გაცემაზე. ასევე უზრუნველყოფს მათ რაციონალურ გამოყენებას და ამზადებს გახარჯული და გაცვეთილი საქონლის ჩამოწერის დოკუმენტაციას. - ახორციელებს მატერიალური ფასეულობების ვარგისიანობის დადგენას, შეფასებას და დირექტორს წარუდგენს წინადადებებს ქონების შემდგომ განკარგვასთან დაკავშირებით; - უზრუნველყოფს შენობის გათბობის, ელექტრომომარაგების, წყალ-საკანალიზაციო სისტემების, დასუფთავების სისტემების გამართულ მუშაობასა და მომსახურების ხარჯების მონიტორინგს და ანგარიშს დროულად ამზადებს/წარუდგენს უშუალო ხელმძღვანელს; - მასთან დაცულ დოკუმენტებს ამზადებს საარქივოდ (დახარისხება, აღრიცხვა–სისტემატიზაცია) და დირექტორის თანხმობით გადასცემს არქივს (შიდა); - პასუხისმგებელია კოლეჯის პოგრამების ფარგლებში მოდულებით გათვალისწინებული სასოფლო სამეურნეო მანქანა-დანადგარების მეშვეობით მიწის სამუშაოების შესრულების კონტროლზე. - პასუხისმგებელია აგრარული და სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო რაოდენობის საწვავით მომარაგებაზე. - პასუხისმგებელია საწვავის გაცემაზე, მისი მიზნობრივი და რაციონალური ხარჯვის კონტროლზე, აღრიცხვასა და ნორმატიული აქტების შესაბამისად ჩამოწერაზე, კოლეჯის ბალანსზე არსებული მცირე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ((ხელის ბენზო იარაღები, დიზელ-ბენზო გენერატორები) და დიდი ზომის სასოფლო -სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაციის პროცესში. - უზრუნველყოს კოლეჯის ტერიტორიაზე განთავსებული დასასვენებელი გამწავნების ზონების დაგვა-დასუფთავება, კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა (ხის ნარგაობა, გაზონები, ცოცხალი ღობეები, სარეველა მცენარეები და ველურად მზარდი ბუჩქნარები); - უზრუნველყოს სკვერებში და დასასვენებელ ზონებში არსებული ფანჩატურების, მოსასვენებელი სკამებისა და ნაგვის ურნების იერსახის მოწესრიგება (შეღებვა, განახლება). - უზრუნველყოს ილია წინამძღვრიშვილის სასაფლაოს ტერიტორიის მოვლა-პატრონობა; - პასუხისმგებელია დიზელ-ბენზო გენერატორების საწვავით უზრუნველყოფასა და გამართულ მუშაობაზე . - ვალდებულია წარმოადგინოს შესასრულებელი სამუშაოს გეგმა-გრაფიკი, რომლის შესაბამისადაც წინასწარ განსაზღვრული ვადების დაცვით ვალდებულია დირექტორს წარუდგინოს შესრულებული სამუშაოების ანგარიში; - კოლეჯის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში და წლის ბოლოს კოლეჯის მიერ განვლილი წლის ანგარიშის შედგენაში მონაწილეობის მიღება; - პასუხისმგებელია მისდამი დაკისრებული მოვალეობის დროულად და ხარისხიანად შსრულებაზე. - უზრუნველყოფს - კოლეჯის სტუდენტებისა და დარგის პედაგოგების ჩართულობით, შეთანხმებულ პერიოდში. აწარმოოს ნიადაგის დამუშავებასა და შეწამვლას შედგენილი გრაფიკის მიხედვით. - ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის და დირექტორის მოადგილის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; 3. კოლეჯის სამეურნეო მართვის მენეჯერი პასუხისმგებელია კოლეჯის ქონების, შენობის შენახვასა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობაზე, აღჭურვილობასა და კოლეჯის სამეურნეო საკითხების წარმართვის შესახებ ანგარიშის მომზადებაზე, მის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მუშაობაზე კოლეჯში. • საქართველოს კონსტიტუცია; • საქართველოს კანონი  ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’; • საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’; •  საქართველოს კანონი ,,საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  შესახებ’’; • საქართველოს ორგანული კანონი  ,,შრომის კოდექსი’’; • საქართველოს პროფესიული განათლების შესახებ კანონი;

განაცხადის გაგზავნა →