← ყველა ვაკანსია

აგრარული მიმართულების მენეჯერი

სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი · მცხეთა · სრული განაკვეთი

განიხილავს კომპეტენციის ფარგლებში კორესპოდენციას და აგებს პასუხებს; - გეგმავს სტუდენტებისთვის აგროსამუშაოების მოდულებს სეზონურობის გათვალისწინებით პედაგოგის ჩართულობით; - ახორციელებს საველე შემოწმებებს, ხეხილის ბაღის, ვენახის და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მონიტორინგს; - გეგმავს, მონიტორინგს უწევს და კონტროლს ახორციელებს კოლეჯის ტერიტორიაზე აგრო-ოპერაციებს და მცენარეთა დაცვის ღონისძიებებს; - ახორციელებს წვეთოვანი რწყვის რეჟიმის მონიტორინგს; - გეგმავს მექანიზატორების სამუშაოებს; - ამზადებს აგრო ანგარიშებს; - ქმნის რეკომენდაციებს ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდისა და კულტურების მოსავლიანობის ასამაღლებლად; - ზედამხედველობს მინდვრის, მებაღეობის, ბაღის კულტურების, მეფუტკრეობის, მებოსტნეობის და სასათბურე სამუშაოებს; - შემუშავებს და ახორციელებს ბიოთექნოლოგიებს მავნებლებთან, მცენარეთა დაავადებებთან და სარეველებთან საბრძოლველად; - გეგმავს ღონისძიებებს ნიადაგის ნაყოფიერებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გასაზრდელად; - განსაზღვრავს წარმოების გეგმებს კულტურების სახეობებისა და რაოდენობის მიხედვით; - ორგანიზებას უწევს ნიადაგის მომზადებას თესვისა და დარგვისთვის; - გეგმავს და ახორციელებს სასუქების მომზადებისა და შეტანის ღონისძიებებს; - შემუშავებული კალენდრული გეგმების შესაბამისად ახორციელებს კულტურების მოვლის პროცესს; - ზედამხედველობს მოსავლის შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას; - ახორციელებს სხვა აგრარულ საქმიანობას კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც კოლეჯის ინტერესებს ემსახურება და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. • საქართველოს კონსტიტუცია; • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; • საქართველოს საგადასახადო კოდექსი • საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირს შესახებ; • საჯარო სამართლის იურიდიული პირის,სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის შინაგანაწესი; • საქართველოს განათლების და  მეცნიერების კულტურის და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივნისის N 115/ნ ბრძანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,სსიპ ილია წინმაძღვრიშვილის  სახელობის კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ;

განაცხადის გაგზავნა →