← ყველა ვაკანსია

ლოჯისტიკის სპეციალისტი

სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი · მცხეთა · სრული განაკვეთი

კოლეჯის ლოჯისტიკის სპეციალისტის უფლებამოსილებები/უფლებამოვალეობები განისაზღვრება შემდეგნაირად: - კვარტალური ანგარიშის მომზადება და წარდგენა კოლეჯის დირექტორისათვის, ხოლო დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოადგილისათვის; - კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; - კოლეჯის შეუფერხებელად მუშაობისთვის საჭიროებების (სასწავლო და საკანცელარიო ინვენტარის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობების და სხვა) განსაზღვრა წინამძღვრიანთკარის, დუშეთის, თიანეთისა და სტეფანწმინდის სასწავლო ფართებისათვის; - სასწავლო პროცესისათვის, მათ შორის სასწავლო პრაქტიკისათვის საჭირო სასწავლო მასალების, ასევე სამეურნეო საჭიროებისათვის საჭირო მასალების დროულად მოძიების უზრუნველყოფა; - კოლეჯის გამართული საქმიანობისათვის თანამშრომლებისაგან განაცხადების მიღების უზრუნველყოფა (მაგ: საკანცელარიო ნივთები, ინვენტარი, მოწყობილობები და ა.შ) და სათანადო მოთხოვნის მომზადება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით; - შესყიდვის განხორციელებამდე საჭირო საქონლის/ მომსახურების შეძენის მიზნით შიდა ბაზრის მოკვლევა და ფასთა ქვოტირება და შესყიდვის სპეციალისტისათვის ინვოისების მიწოდება; - შესყიდვის განხორციელება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში; - მონაწილეობის მიღება კოლეჯის მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესში; - კომპეტენციის ფარგლებში მიღება- ჩაბარების აქტებზე ხელმოწერა; - კოლეჯის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში და წლის ბოლოს კოლეჯის მიერ განვლილი წლის ანგარიშის შედგენაში მონაწილეობის მიღება; - ვალდებულია წარმოადგინოს შესასრულებელი სამუშაოს გეგმა-გრაფიკი, რომლის შესაბამისადაც წინასწარ განსაზღვრული ვადების დაცვით ვალდებულია დირექტორს წარუდგინოს შესრულებული სამუშაოების ანგარიში; - მასთან დაცული დოკუმენტების საარქივოდ მომზადება (დახარისხება, აღრიცხვა–სისტემატიზაცია) და დირექტორის თანხმობით არქივისათვის (შიდა) გადაცემა; - ასრულებს კოლეჯის დირექტორის და ზემდგომი ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს; - კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმანობის განხორციელება,რომელიც გამომდინარეობს კოლეჯის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას 3. ლოჯისტიკის სპეციალისტი პასუხისმგებელია კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების უზრუნველყოფაზე.   • საქართველოს კანონი  ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’; • საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" • საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’; •  საქართველოს კანონი ,,საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  შესახებ’’; • ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე  გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; • საქართველოს ორგანული კანონი  ,,შრომის კოდექსი’’;.

განაცხადის გაგზავნა →