← ყველა ვაკანსია

პროფესიული მასწავლებელი "მეცნიერება და ტექნოლოგიები - მიმართულება ქიმია " - ინტეგრირებული მოდულისთვის

სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი · მცხეთა

სასწავლო პროცესში იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, უახლეს მიღწევებსა და სამუშაო პრაქტიკას; - იცნობს პროფესიისა და საგანმანათლებლო სტანდარტების მოთხოვნებს, მისაღწევ სწავლის შედეგებს; - გეგმავს სასწავლო აქტივობებს მოდულისა და სტანდარტის მიხედვით განსაზღვრული სწავლის შედეგების მისაღწევად; - სწავლის შედეგების შესაბამისად და სტუდენტთა საჭიროებების გათვალისწინებით არჩევს მასტიმულირებელ სწავლის მეთოდებსა და ჩართულია სასწავლო მასალების ადაპტირებაში; - სასწავლო პროცესის დაგეგმვის პროცესში ეფექტიანად თანამშრომლობს კომპანიის ინსტრუქტორთან და მოწვეულ მასწავლებელთან (საჭიროების შემთხვევაში); - დისკრიმინაციის თავიდან არიდების მიზნით, ხელს უწყობს განსხვავებულობის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის თანაბარ ჩართულობას მიუხედავად გენდერის, შესაძლებლობების, რელიგიის, კულტურის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და სხვა ფაქტორებისა; - აფასებს პოტენციურ კონფლიქტებს და იღებს ზომებს მათ გადასაჭრელად; - წაახალისებს პროფესიულ სტუდენტებს გამოთქვან საკუთარი შეხედულებები სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას; - ჩართულია სასწავლო გარემოს სწავლის შედეგების შესაბამისად მოწყობაში (A. B. C გარემო); - სტუდენტებს აცნობს დაგეგმილ სწავლის შედეგებსა და სასწავლო აქტივობებს; - სასწავლო პროცესში იყენებს სწავლების სხვადასხვა ინტერაქტიულ მეთოდს სწავლის შედეგების შესაბამისად; - ეხმარება სტუდენტებს მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების მოძიებაში; - აკონტროლებს სტუდენტების პროგრესს, უზრუნველყოფს კონსტრუქციულ უკუკავშირს და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები შეაქვს სასწავლო პროცესში; - აღნიშნავს პროფესიული სტუდენტის მიღწევებს და მხარს უჭერს მას პროგრესის შენარჩუნებაში; - გეგმავს შეფასების პროცესს მტკიცებულებათა ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვების მიზნით; - ამზადებს შეფასებისთვის საჭირო ყველა რესურსს; - სტუდენტებს აცნობს შეფასების მიზნებს, კრიტერიუმებსა და მეთოდებს; - სწავლის შედეგებისა და შესრულების კრიტერიუმების გათვალისწინებით არჩევს შეფასების სანდო, ვალიდურ, ობიექტურ და გამჭვირვალე მეთოდსა და ინსტრუმენტებს; - შეფასების გეგმისა და შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით აგროვებს სანდო, ვალიდურ,სამართლიან, გამჭვირვალე და ობიექტურ მტკიცებულებებს; - უზრუნველყოფს ობიექტურ, სანდო, ვალიდურ და გამჭვირვალე შეფასების პროცესს; - კოლეგებთან და ადმინისტრაციასთან ერთად ერთვება ვალიდაციისა და ერიფიკაციის პროცესში. - სტუდენტებთან ერთად განიხილავს სტუდენტების შეფასების შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მათ; - პროფესიული სტუდენტებისა და კოლეგებისგან იღებს შეფასებაზე უკუკავშირს და საჭიროების შემთხვევაში ცვლის შეფასების არსებულ მიდგომებს; - არსებული მოთხოვნების შესაბამისად აწარმოებს შეფასებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას; - არის პუნქტუალური, საიმედო და მოწესრიგებული; - პატივს სცემს კოლეგების ინდივიდუალურ როლებსა და მათ პროფესიულ მოვალეობებს; - თანამშრომლობს კოლეჯის ადმინისტრაციასთან და წვლილი შეაქვს კოლეჯის განვითარებაში; - დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას იცავს ეთიკური და ეფექტიანი ურთიერთობის ნორმებს; - აწარმოებს სტუდენთა აღრიცხვიანობის ჟურნალს და ყოველკვირეულად აწვდის პროგრამის ხელმძღანელს ; - საკუთარი პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის შეფასების მიზნით იყენებს კოლეგებისა და პროფესიული სტუდენტებისგან მიღებულ უკუკავშირს;

განაცხადის გაგზავნა →