← ყველა ვაკანსია

ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია · ლენტეხი · სრული განაკვეთი

ა) ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით ინფორმაციის მოპოვება და პირველადი დამუშავების უზრუნველყოფა; ბ) ტექნიკური შინაარსის მოხსენებითი ბარათების, სხვადასხვა დოკუმენტების/აქტების პროექტების მომზადება, ზემდგომი თანამდებობის პირებისთვის გადაწყვეტილების მიღების მიზნით; გ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონტროლს კეთილმოწყობის, გარე იერსახის, საზოგადოებრივ ადგილებით სარგებლობის შეზღუდვების დარღვევაზე; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; ე) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე ზედამხედველობას; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. ზ) მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროექტთან შესაბამისობის დადგენა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება, სამუშაოების შესრულებაზე გადაწყვეტილების შემთხვევაში სათანადო დოკუმენტაციის მომზადება; ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დ) ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N19  დადგენილება.

განაცხადის გაგზავნა →