← ყველა ვაკანსია

ფინანსური დეპარტამენტის უფროსი

შპს - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება · თბილისი · სრული განაკვეთი

კომპანიის სამართლებრივ ფორმას წარმოადგენს - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. კომპანია შექმნილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ არის 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში მოქმედებს. კომპანიის ძირითადი ფუნქციაა საქართველოში არსებული სამოქალაქო აეროპორტების მართვა, ზედამხედველობა, განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ ეტაპზე, კომპანია ოპერირებს საქართველოს სამ აეროპორტში. ესენია: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი; თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი და ამბროლაურის აეროპორტი. 1. კომპანიის ფინანსური საქმიანობის გამართულად, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვის უზრუნველყოფა; 2. IFRS სტანდარტების სიახლეების გაცნობა და შესაბამისად მათი დანერგვის უზრუნველყოფა აუდიტორებთან კოორდინაციით; 3. ყოველწლიურად ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უზრუნველყოფა; 4. კომპანიის ყოველწლიური ბიზნეს-გეგმის შემუშავების მიზნით, მომავალი წლის შემოსავლების, ხარჯების, კაპიტალური დანახარჯების, ფულადი სახსრების მიმოქცევის განსაზღვრა, განვლილი წლების გამოცდილების და ფინანსური მაჩვენებლების, დაგეგმილი პროექტების, სხავადასხვა სამსახურებიდან მოძიებული ინფორმაციის, მიმდინარე ეკონომიკური პროცესების და სხვა რელევანტური ფაქტორების გათვალისწინებით; 5. შემოსავლების, ხარჯების და კაპიტალური დანახარჯების, ფულადი სახსრების მიმოქცევის ანალიზისა და განსაზღვრის შემდგომ კომპანიის ყოველწლიური ბიზნეს-გეგმის შემუშავების ორგანიზება და ხელმძღვანელობისათვის და პარტნიორისთვის წარდგენა; 6. კომპანიის ყოველწლიური ბიზნეს-გეგმის ფაქტიური შესრულების მუდმივი მონიტორინგის ორგანიზება და დაგეგმილი პარამეტრების მოსალოდნელი ან/და ფაქტობრივად დამდგარი შეუსრულებლობის შემთხვევაში ინფორმაციის დროული მიწოდება ხელმძღვანელობისათვის, შესაბამისი მიზეზების, ანალიზისა და რეკომენდაციების თანხლებით; 7. სამეთვალყურეო საბჭოსა და პარტნიორისათვის ფინანსური ანგარიშების მომზადების ორგანიზება; 8. ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისების, მოგება-ზარალის, ბალანსის წარმოების სისტემატური მონიტორინგი და ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადების ორგანიზება; 9. წლის განმავლობაში, სხვადასხვა რელევანტური გარემოებების საფუძველზე, ბიზნეს-გეგმის კორექტირების საჭიროების გამოვლენა, კორექტირების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; 10. ბიზნეს-გეგმის დაკორექტირების შემთხვევაში, კომპანიის შესაბამისი სამსახურებისათვის განახლებული ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; 11. კომპანიის ფაქტობრივი ხარჯების ანდა შემოსავლების ანალიზის დროს უზუსტობის, ხარჯის ზრდის ან შემოსავლის კლების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურისაგან ინფორმაციის გამოთხოვის ორგანიზება და სათანადო რეკომენდაციის შემუშავება ან საჭირო ღონისძიებების ორგანიზება / ინიცირება; 12. დროის კონკრეტული მომენტსა თუ მონაკვეთში კომპანიის თავისუფალი თუ კონკრეტული მიზნებისთვის განკუთვნილი ფულადი რესურსების მდგომარეობის და მოძრაობის პროგნოზირების შესახებ მუდმივად განახლებული ინფორმაციის არსებობის უზრუნველყოფა; 13. კომპანიის აქტივებისა თუ ვალდებულებების გადაფასების მიზანშეწონილობაზე წინადადებების მომზადება ხელმძღვანელობისათვის, ან ბუღალტერიის მიერ გაკეთებული ამგვარი წინადადებების შეფასება; 14. კონტრაქტორებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა ფინანსური ანგარიშსწორების განხორციელების საკითხებზე; 15. კომპანიისათვის ფინანსური ან/და საგადასახადო შესაძლებლობებისა და რისკების შეფასება და რეკომენდაციებისა თუ დასკვნების მომზადება; 16. კომპანიაში საჭიროებისამებრ ERP პროგრამის დანერგვისა და მისი სამომავლო განვითარების უზრუნველყოფა; 17. საჭიროებისამებრ ურთიერთობა და კოორდინაცია კომპანიის აუდიტორ(ებ)თან, ფინანსურ კონსულტანტებთან, ბანკებთან, საგადასახადო თუ სხვა სახელმწიფო უწყებებთან; 18. კომპანიის მიერ განხორციელებული ან დაგეგმილი ცალკეული საქმიანობ(ებ)ის ფინანსური ეფექტიანობის ანალიზის მომზადების ორგანიზება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; 19. ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებ(ებ)ის, დაგეგმილი პროექტების და ინვესტიციების ფინანსური ანალიზის ორგანიზება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; 20. კომპანიის სატარიფო პოლიტიკის შემუშავების მიზნით სხვადასხვა გაანგარიშებების და ანალიზის მომზადების ორგანიზება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; 21. კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

განაცხადის გაგზავნა →