← ყველა ვაკანსია

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური დაცვის განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია · ლენტეხი · სრული განაკვეთი

ა) ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით ინფორმაციის მოპოვება და პირველადი დამუშავების უზრუნველყოფა; ბ) ტექნიკური შინაარსის მოხსენებითი ბარათების, სხვადასხვა დოკუმენტების/აქტების პროექტების მომზადება, ზემდგომი თანამდებობის პირებისთვის გადაწყვეტილების მიღების მიზნით; გ) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; დ) ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დ) ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N19  დადგენილება.

განაცხადის გაგზავნა →