← ყველა ვაკანსია

ეკონომიკური განვითარების სამსახურის, ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების, მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია · ლენტეხი · სრული განაკვეთი

ა) ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებით ინფორმაციის მოპოვება და პირველადი დამუშავების უზრუნველყოფა; ბ) ტექნიკური შინაარსის მოხსენებითი ბარათების, სხვადასხვა დოკუმენტების/აქტების პროექტების მომზადება, ზემდგომი თანამდებობის პირებისთვის გადაწყვეტილების მიღების მიზნით; გ) მუნიციპალურ საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების (კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებების) აღრიცხვა, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და პერიოდული განახლება; დ)უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფა; ე) მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; ვ) მერიის მუდმივმოქმედი სააუქციონო და საინვენტარიზაციო კომისიის საქმიანობებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“; გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დ) ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N19 დადგენილება.

განაცხადის გაგზავნა →