ეკონომიკური განვითარების სამსახურის, მოსაკრებლების ადმინისტრირებისა და კონტროლის განყოფილების მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია · ლენტეხი · სრული განაკვეთი
დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ამოცანების დასახვასა და საქმიანობის ორგანიზებას;
ბ) ადგილობრივ გადასახადებსა და მოსაკრებლებზე წინადადებების შემუშავებას;
გ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ამოღების უზრუნველყოფას;
დ) წინადადებების მომზადებას ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმების და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ე) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას საწარმოს დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
დ) ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის N19 დადგენილება.