ლოჯისტიკის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი (ბუღალტერი)
სსიპ - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო · მცხეთა · სრული განაკვეთი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნასთან, მართვასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებას, უზრუნველყოფს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევას, ახორციელებს საქართველოში ფიზიკურ/იურიდიულ პირზე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის გაცემასა და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს, აგრეთვე, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობას.
სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტების, ასევე სააგენტოს დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
• პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადება, წარმოება, დამუშავება და დაარქივება;
• ხაზინის პროგრამაში მუშაობა;
•შემოსავლების სამსახურის პროგრამაში მუშაობა;
•ბუღალტრული გატარებების შესრულება ORIS-ის პროგრამაში (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების);
•ბუღალტრული აღრიცხვა საჯარო სექტორის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მიხედვით;
•განყოფილების უფროსის და სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
•კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
• საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;
• საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვარის ბრძანება №17 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
• საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის ბრძანება №108 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
• საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბერის ბრძანება №364 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
• საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის ბრძანება №996 – „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“;
• საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბერის ბრძანება №289 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.