ლოჯისტიკის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
სსიპ - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო · მცხეთა · სრული განაკვეთი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნასთან, მართვასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებას, უზრუნველყოფს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევას, ახორციელებს საქართველოში ფიზიკურ/იურიდიულ პირზე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის გაცემასა და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს, აგრეთვე, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობას.
სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტების, ასევე სააგენტოს დებულებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
• სააგენტოს ბიუჯეტის დაგეგმვა-შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
• სააგენტოს სამეურნეო საჭიროებების დადგენა;
• ტექნიკურ პირობების შემუშავება საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძენი საქონლისათვის;
• ბაზრის კვლევის განხორციელება;
• ხელშეკრულების პროექტის შემუშავება და შესათანხმებლად წარდგენა;
• სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საქმიანობის წარმართვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
• სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში, კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის დროულად ატვირთვა;
• სააგენტოს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა/მოვლა-პატრონობასთან, საწვავით უზრუნველყოფასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების წარმართვა;
• სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა/წარმოება, დამუშავება და ანალიზი;
• განყოფილების უფროსის და სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
• კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
• საქართველოს კონსტიტუცია;
• ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
• საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
• საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;
• სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №12 - „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
• სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №13 – „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“;
• სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბერის ბრძანება №19 – „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.