← ყველა ვაკანსია

შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტის სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის აკრძალვის ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (შრომის ინსპექტორი)

სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური · თბილისი · სრული განაკვეთი

შრომის ინსპექციის სამსახური არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელზედაც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. შრომის ინსპექციის სამსახურის მიზანია შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა. სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე ინდივიდუალური და სისტემური ხასიათის დარღვევების შესწავლაში ჩართულობა და მათზე ეფექტიანი რეაგირება; სამუშაო ადგილებზე სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით გეგმიური/არაგეგმიური ინსპექტირება და შესაბამისი რეაგირება; საჭიროების შემთხვევაში, შრომის უფლებების ნორმების დაცვის მიზნით, გეგმიური/არაგეგმიური ინსპექტირება, შესაბამისი რეაგირება; „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ინსპექტირების განხორციელება; საქმიანობის ფარგლებში, ინსპექტირებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, გამოთხოვა და შესაბამისი ანალიზის/გამოკვლევის განხორციელება; დადგენილი წესის შესაბამისად, ინსპექტირების პროცესში ფოტო/ვიდეო გადაღება, ჩანაწერების წარმოება; კომპეტენციის ფარგლებში, სამუშაო ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვა; კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურში დამსაქმებლის, დასაქმებული ან სხვა პირის მოწვევა და კომპეტენციის ფარგლებში, გასაუბრება; დამსაქმებლის სამუშაო ადგილის/სამუშაო სივრცის, მასალის, მანქანა-დანადგარის ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობის/ხელსაწყოს დათვალიერება; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამუშაო ადგილზე არსებული მდგომარეობის ან/და დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, არსებული დარღვევისათვის შესაბამისი სანქციის დაკისრება და ამ მიზნით, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართლადღვევის ოქმის, მითითების/რეკომენდაციის გამოცემა, მათი შესრულების მონიტორინგის განხორციელება; შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარების უზრუნველყოფა (დაბრუნების შემთხვევაში, გამოქვეყნებისთვის აუცილებელი პროცედურების წარმოება); საჭიროების შემთხვევაში, განხორციელებული ინსპექტირების შედეგად მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ფინანსური საკითხების ანალიზი; არაგეგმურად განხორციელებული ინსპექტირების თაობაზე შესაბამისი მოხსენებითი ბარათის მომზადება და მთავარი შრომის ინსპექტორისთვის წარდგენა; წარდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სამი დღის ვადაში სათანადო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემაზე მონიტორინგის განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში, განცხადებების/საჩივრების განხილვაში ჩართულობა; შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ინფორმირება; კომპეტენციის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, შრომითი უფლებების დაცვის ხელშემწყობი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებაში ჩართულობა; მთავარი შრომის ინსპექტორის ბრძანებით განსაზღვრული ყოველთვიური ანგარიშების წარმოება; საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის სხვა ფუნქციების განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებებში, მათ შორის, ინსპექტირებებში ჩართულობა; საქმიანობის სფეროში სტატისტიკური მონაცემების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება საშუალო კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში და სამსახურის სტრატეგიული/სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება და სამმართველოს მიერ გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება; კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობის მიღება; კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; სტრუქტურულ ერთეულში შემოსული კორესპონდენციის განხილვა/შესაბამისი პასუხის მომზადება, სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ფარგლებში, შესაბამისი კორესპონდენციის მომზადება; საქმიანობის ფარგლებში, მატერიალური რესურსების სწორი და ეფექტიანი ხარჯვა; სტრუქტურული ერთეულის განვითარებასთან/საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული წინადადებების/ინიციატივების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება.  საქართველოს კონსტიტუცია; „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი; „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი; „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი; „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი; „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი; „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი; „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;  საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; „იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის N 112 დადგენილება; „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის №99 დადგენილება; „შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 იანვრის №01-10/ნ დადგენილება; „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №87/ნ ბრძანება; „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება; „სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიის მიერ შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2023 წლის 08 აგვისტოს №291 დადგენილება; „საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2023 წლის 08 აგვისტოს №292 დადგენილება; „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის N01- 133/ნ ბრძანება; „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ნოემბრის №01-119/ნ ბრძანება; „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება.

განაცხადის გაგზავნა →