პროფესიული მასწავლებელი პროგრამისთვის - "ხის მხატვრული დამუშავება"
სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი · მცხეთა
სასწავლო პროცესში იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, უახლეს მიღწევებსა და სამუშაო პრაქტიკას;
- იცნობს პროფესიისა და საგანმანათლებლო სტანდარტების მოთხოვნებს, მისაღწევ სწავლის შედეგებს;
- გეგმავს სასწავლო აქტივობებს მოდულისა და სტანდარტის მიხედვით განსაზღვრული სწავლის შედეგების მისაღწევად;
- სწავლის შედეგების შესაბამისად და სტუდენტთა საჭიროებების გათვალისწინებით არჩევს მასტიმულირებელ სწავლის მეთოდებსა და ჩართულია სასწავლო მასალების ადაპტირებაში;
- სასწავლო პროცესის დაგეგმვის პროცესში ეფექტიანად თანამშრომლობს კომპანიის ინსტრუქტორთან და მოწვეულ მასწავლებელთან (საჭიროების შემთხვევაში);
- დისკრიმინაციის თავიდან არიდების მიზნით, ხელს უწყობს განსხვავებულობის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის თანაბარ ჩართულობას მიუხედავად გენდერის, შესაძლებლობების, რელიგიის, კულტურის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და სხვა ფაქტორებისა;
- აფასებს პოტენციურ კონფლიქტებს და იღებს ზომებს მათ გადასაჭრელად;
- წაახალისებს პროფესიულ სტუდენტებს გამოთქვან საკუთარი შეხედულებები სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას;
- ჩართულია სასწავლო გარემოს სწავლის შედეგების შესაბამისად მოწყობაში (A. B. C გარემო);
- სტუდენტებს აცნობს დაგეგმილ სწავლის შედეგებსა და სასწავლო აქტივობებს;
- სასწავლო პროცესში იყენებს სწავლების სხვადასხვა ინტერაქტიულ მეთოდს სწავლის შედეგების შესაბამისად;
- ეხმარება სტუდენტებს მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების მოძიებაში;
- აკონტროლებს სტუდენტების პროგრესს, უზრუნველყოფს კონსტრუქციულ უკუკავშირს და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები შეაქვს სასწავლო პროცესში;
- აღნიშნავს პროფესიული სტუდენტის მიღწევებს და მხარს უჭერს მას პროგრესის შენარჩუნებაში;
- გეგმავს შეფასების პროცესს მტკიცებულებათა ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვების მიზნით;
- ამზადებს შეფასებისთვის საჭირო ყველა რესურსს;
- სტუდენტებს აცნობს შეფასების მიზნებს, კრიტერიუმებსა და მეთოდებს;
- სწავლის შედეგებისა და შესრულების კრიტერიუმების გათვალისწინებით არჩევს შეფასების სანდო, ვალიდურ, ობიექტურ და გამჭვირვალე მეთოდსა და ინსტრუმენტებს;
- შეფასების გეგმისა და შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით აგროვებს სანდო, ვალიდურ,სამართლიან, გამჭვირვალე და ობიექტურ მტკიცებულებებს;
- უზრუნველყოფს ობიექტურ, სანდო, ვალიდურ და გამჭვირვალე შეფასების პროცესს;
- კოლეგებთან და ადმინისტრაციასთან ერთად ერთვება ვალიდაციისა და ერიფიკაციის პროცესში.
- სტუდენტებთან ერთად განიხილავს სტუდენტების შეფასების შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მათ;
- პროფესიული სტუდენტებისა და კოლეგებისგან იღებს შეფასებაზე უკუკავშირს და საჭიროების შემთხვევაში ცვლის შეფასების არსებულ მიდგომებს;
- არსებული მოთხოვნების შესაბამისად აწარმოებს შეფასებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;
- არის პუნქტუალური, საიმედო და მოწესრიგებული;
- პატივს სცემს კოლეგების ინდივიდუალურ როლებსა და მათ პროფესიულ მოვალეობებს;
- თანამშრომლობს კოლეჯის ადმინისტრაციასთან და წვლილი შეაქვს კოლეჯის განვითარებაში;
- დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას იცავს ეთიკური და ეფექტიანი ურთიერთობის ნორმებს;
- აწარმოებს სტუდენთა აღრიცხვიანობის ჟურნალს და ყოველკვირეულად აწვდის პროგრამის ხელმძღანელს ;
- საკუთარი პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის შეფასების მიზნით იყენებს კოლეგებისა და პროფესიული სტუდენტებისგან მიღებულ უკუკავშირს;