← ყველა ვაკანსია

კომერციული დეპარტამენტის არასაავიაციო ბიზნეს განვითარების სამსახურის კოორდინატორი

შპს - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება · თბილისი · სრული განაკვეთი

კომპანიის სამართლებრივი ფორმაა- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც შექმნილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. კომპანია ოპერირებს საქართველოს სამ აეროპორტში. ესენია: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი; თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი და ამბროლაურის აეროპორტი. 1. აეროპორტებში არასაავიაციო სერვისებისა და პროდუქტების განვითარების მიზნით, ბაზარზე არსებული პოტენციური პარტნიორების შესახებ ინფორმაციისა და საკონტაქტო მონაცემების მოძიება. 2. პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან პირველადი კომუნიკაციის წარმოება, შეხვედრების ორგანიზება და მათთვის შესაბამისი ინფორმაციისა და კომერციული წინადადებების მიწოდების უზრუნველყოფა, უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად. 3. პოტენციური პარტნიორებისთვის აეროპორტების ინფრასტრუქტურისა და კომერციული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, ვიზიტებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზაციული მხარდაჭერა. 4. აეროპორტებში მოქმედ პარტნიორებთან ყოველდღიური სამუშაო კომუნიკაციის წარმოება, მათგან მიღებული მოთხოვნებისა და ინფორმაციის შესაბამის სამსახურებთან გადამისამართება და საკითხების შესრულების სტატუსის მონიტორინგი. 5. აეროპორტებში არსებული კომერციული ობიექტებისა და სერვისების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, გამოვლენილი ხარვეზების აღრიცხვა და მათ შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება. 6. ახალი კომერციული ობიექტების გახსნის პროცესში საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა, მათ შორის შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლისა და სამუშაო შეხვედრების კოორდინაცია. 7. აუქციონების მომზადებისა და ჩატარების პროცესში ადმინისტრაციული მხარდაჭერა, შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება, ინფორმაციის სისტემატიზაცია და დადგენილი ვადების აღრიცხვა. 8. ახალ და არსებულ პარტნიორებთან ხელშეკრულებების გაფორმებისა და განახლების პროცესში საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება, შესაბამის სამსახურებთან გადაგზავნა და პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა. 9. არსებული და პოტენციური პარტნიორების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოება, განახლება და შესაბამისი ინფორმაციის სისტემატიზაცია. 10. სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, პერიოდული ანგარიშების, პრეზენტაციებისა და სხვა სამუშაო მასალების მომზადებაში მონაწილეობა. 11. კომპანიაში მოქმედი შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციით განსაზღვრული წესებისა და პროცედურების დაცვა. 12. კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

განაცხადის გაგზავნა →