Life and Health Insurance Service Manager
Tbc Insurance · თბილისი
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის კლიენტების მომსახურების მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24 ბგანაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის კლიენტების მომსახურების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:ახალი ჯანმრთელობის ხელშეკრულებებისთვის დაზღვეულთა სიის გავლა, არსებულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა;კლიენტების სადაზღვევო პრემიების ჩარიცხვების უზრუნველყოფა (ფინანსური შედარებების გაკეთება შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით);ჯანმრთელობის დაზღვევის სიებში ცვლილებების შეტანა (დამატება/გაუქმება/ბარათის ცვლილება);კლიენტების HR პორტალზე დარეგისტრირებასა და ცვლილებების ასახვაში დახმარება;არსებული/მოქმედი კლიენტების არასტანდარტული მოთხოვნების ანდერაიტინგთან შეთანხმება;სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/კონტროლი;AML დოკუმენტების მომზადება/კონტროლი;ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებების განახლების კონტროლი (CRM-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან ინტეგრაციამდე);კლიენტებთან პოლისების გაგზავნის და ხელმოწერეილი პოლისების დაბრუნების უზრუნველყოფა;საოპერაცო სამსახურთან ურთიერთობა (კონტრაქტების/პოლისების შესაყვანად ყველა საჭირო დოკუმენტის სრულყოფილად მიწოდება, ცვლილებების განსახორციელებლად სიების მიწოდება);კლიენტის პრობლემური ქეისების შემთხვევაში, მოკვლევის ჩატარება და საჭირო ინფორმაციის მენეჯერისთვის წარდგენა.
გამოგვეხმაურე, თუ:
გაქვს უმაღლესი განათლება, ან ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;იცი ინგლისური ენა;კარგად იცი კომპიუტერული პროგრამები.
ვეძებთ ჩვენიანს:პასუხისმგებლიანს;კომუნიკაბელურს;საქმეზე კონცენტრირებულს;ორგანიზებულსა და დეტალებზე ჩაკირკიტების მოყვარულს.
როგორ ვიზრუნებთ შენზე?გთავაზობთ:საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაგახვედრებთ:საინტერესო საქმეს;მრავალფეროვნებას;სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.