გაყიდვების მენეჯერი
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
"ირაო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"ირაო" ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2004 წლიდან წარმატებით ემსახურება მომხმარებლებს. კომპანია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო ჯგუფის - Vienna Insurance Group-ის (VIG) წევრია.
ჩვენთან დაგხვდებათ ჯანსაღი და კოლეგიალური სამუშაო გარემო, სადაც თითოეულ თანამშრომელს საკუთარი უნარების სრულად გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობა აქვს.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 სთ
** ანაზღაურება: 1250 ლარი (დარიცხული); ყოველთვიური ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით
ძირითადი მოვალეობები:
** საცალო (ფიზიკური პირები) და კორპორაციული (კომპანიები) კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** კლიენტის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
** გაყიდვის სრული ციკლის მართვა, პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** გაყიდვების დადგენილი მიზნების შესრულება.
თქვენგან ველით:
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარს;
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
** მიზანდასახულობასა და შედეგზე ორიენტირებულობას;
** გაყიდვების სფეროში ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას (სასურველია).
ჩვენ გთავაზობთ:
** ადაპტაციის პერიოდში გამოცდილი კოლეგის მხარდაჭერასა და სადაზღვევო პროდუქტების შესწავლას;
** პროფესიულ ტრენინგებს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** გაყიდვების შეჯიბრებებში მონაწილეობას, ფულადი პრიზებითა და ვაუჩერებით;
** მუშაობას საერთაშორისო ჯგუფის წევრ, სტაბილურ კომპანიაში;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორაციულ ნომერს;
** FitPass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/S0nSU5Dd
"ირაო" გისურვებთ წარმატებას!