რესტორნის მენეჯერი
რესტორანი მოგონება · თელავი
რესტორანი "მოგონება" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თელავი, კახი ასათიანის ნ11 (ჩოხელის სტადიონის გადასწვრივ)
ძირითადი მოვალეობები:
** რესტორნის ყოველდღიური ოპერაციული და ადმინისტრაციული მართვა;
** დარბაზის, სამზარეულოსა და ბარის მუშაობის კოორდინაცია;
** მომსახურების ხარისხისა და სტუმრების კმაყოფილების კონტროლი;
** თანამშრომლების შერჩევა, გადამზადება, მოტივირება და სამუშაო გრაფიკების შედგენა;
** მარაგების, შესყიდვების, ინვენტარიზაციისა და დანაკარგების კონტროლი;
** შემოსავლების, ხარჯებისა და გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი;
** სანიტარიული, ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** გაყიდვებისა და რესტორნის მომგებიანობის ზრდაზე მუშაობა;
** მფლობელისთვის რეგულარული ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ძლიერი ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
** სარესტორნო საქმიანობისა და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით: 597734779