ტენდერი - ალაოს და მზა პროდუქციის ტრანსპორტირება
ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
ს.ს. "ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი" - აცხადებს ტენდერს:
ა) ნომრით #EF-GE/886
ბ) დანიშნულება: ალაოს და მზა პროდუქციის ტრანსპორტირება
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
I. ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
დაინტერესებულმა პირებმა მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა გამოაგზავნონ
I. შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
II. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
I. 2027 წლის განმავლობაში გორიდან ნატახტარში თვითმცლელი მანქანებით გადასაზიდი იქნება დაახლოებით 5, 000 ტონა ალაო (მარცვლეული); ყოველი ტრანსპორტირებისას მანქანა იტვირთება სრულად.
II. გორიდან ალაოს ტრანსპორტირებაზე შემოთავაზებული ფასი უნდა განისაზღვროს ერთ ტონაზე და შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
III. 2027 წლის განმავლობაში თბილისის ზღვიდან - ნატახტარში გადასაზიდი იქნება დაახლოებით 166 მანქანა მზა პროდუქცია (ტვირთის წონა 1 მანქანაში 25 ტონამდე)
IV. თბილისის ზღვიდან მზა პროდუქციის ტრანსპორტირებაზე შემოთავაზებული ფასი უნდა განისაზღვროს ერთ მანქანაზე და შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
V. გადახდის პირობა, გადაზიდვის დასრულებიდან 60 კალენდარული დღე.
VI. სერვისი გაწეული უნდა იქნეს ეტაპობრივად 2027 წლის განმავლობაში, სს ლომისის მოთხოვნის საფუძველზე.
VII. სატრანსპორტო კომპანიამ მანქანის დაყენება უნდა შეძლოს შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 1 დღის ვადაში.
სატენდერო წინადადება (მოთხოვნილი საბუთები დასკანერებული სახით) უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
tenders@ge.anadoluefes.com
levan.kodalashvili@ge.anadoluefes.com
ტენდერთან დაკავშირებით დამატებით კითხვებზე მოიწერეთ შემდეგ მეილზე:
levan.kodalashvili@ge.anadoluefes.com
giorgi.stephniashvili@ge.anadoluefes.com
შემოთავაზების მიღება იწყება: 16.11.2026 11:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 30.11.2026 18:00
აპლიკაციის გამოგზავნით ვადასტურებ რომ გავეცანი და ვეთანხმები შემდეგ ვებსაიტებზე განთავსებულ ანადოლუ ეფეს ჯგუფის მომწოდებლის ქცევის კოდექსს:
https://anadoluefes.com/sayfa/1/759/politikalar
https://anadoluefes.com/en/sayfa/1/715/policies