← ყველა ვაკანსია

გაყიდვების ადმინისტრირების და ფინანსური კონტროლის სპეციალისტ

G&A Group

გაყიდვების ადმინისტრირებისა და ფინანსური კონტროლის სპეციალისტი "G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს. ფუნქცია-მოვალეობა: ** სავაჭრო ქსელებთან და სხვა კონტრაგენტებთან ფინანსური დადარებების წარმოება; ** ურთიერთშედარების აქტების მომზადება, სხვაობების გამოვლენა და მოკვლევა; ** დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი, გადახდის ვადებისა და დავალიანებების ამოღების კონტროლი; ** ვადაგადაცილებულ დავალიანებებთან დაკავშირებით კონტრაგენტებთან კომუნიკაცია; ** ფინანსური კორექტირებების კოორდინაცია ბუღალტერიასთან; ** CRM სისტემაში კონტრაგენტების დამატება, მონაცემების განახლება და სიზუსტის კონტროლი; ** გაყიდვების დეპარტამენტის ადმინისტრაციული მხარდაჭერა და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (უპირატესობად ჩაითვლება: FMCG სექტორში, დისტრიბუციაში ან სავაჭრო ქსელებთან მუშაობის გამოცდილება) ** Excel-ის კარგი ცოდნა; ** ფინანსური დადარებებისა და დებიტორული დავალიანებების მართვის პრინციპების ცოდნა; ** CRM/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; უნარები: ** ანალიტიკური აზროვნება, ** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა; ** ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 2000-3000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად); ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ერთჯერად კვებას; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@gagroup.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: გაყიდვების ადმინისტრირებისა და ფინანსური კონტროლის სპეციალისტი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. G&AGroup ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

განაცხადის გაგზავნა →