საწარმოს მთავარი ბუღალტერი
G&A Group
"G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.
ფუნქცია-მოვალეობა:
** საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება და კონტროლი;
** წარმოების პროცესების ბუღალტრული აღრიცხვა, ნედლეულის ხარჯვისა და მზა პროდუქციის მოძრაობის კონტროლი;
** პროდუქციის ფაქტობრივი თვითღირებულების აღრიცხვა და კალკულაციების სისწორის კონტროლი;
** ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების, მზა პროდუქციისა და სხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
** ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის ინვენტარიზაციის ორგანიზება და უშუალოდ ჩატარება, ფაქტობრივი და სააღრიცხვო ნაშთების შედარება, სხვაობების გამოვლენა და შედეგების ასახვა აღრიცხვაში;
** საწარმოო დანაკარგებისა და ჩამოწერების აღრიცხვა და კონტროლი;
** მომწოდებლებთან და კონტრაგენტებთან ანგარიშსწორებების კონტროლი;
** საწარმოს ბუღალტრული მონაცემებისა და ანგარიშგების სისწორის უზრუნველყოფა;
** ფინანსურ დეპარტამენტთან და საწარმოს ხელმძღვანელობასთან კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში, მათ შორის მინიმუმ 2 წელი მთავარ ბუღალტრად (უპირატესობად ჩაითვლება: კვების მრეწველობაში ან FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება)
** საწარმოო კომპანიაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — სავალდებულო;
** საწარმოო აღრიცხვისა და თვითღირებულების კალკულაციის საფუძვლიანი ცოდნა;
** ინვენტარიზაციის ჩატარებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვის პრაქტიკული გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
** 1C საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ერთჯერად კვებას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@gagroup.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: საწარმოს მთავარი ბუღალტერი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
"G&AGroup" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.