← ყველა ვაკანსია

ფილიალის მენეჯერი

ატელიე აუთლეტი · ვაკე

"ATELIER OUTLET"/"ატელიე აუთლეტი" - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს. კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვაკის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე. ლოკაცია: ვაკე, ჭავჭავაძის 74გ გრაფიკი: 10:00-19:00/13:00-22:00 (დასვენება 2 დღე) ანაზღაურება: NET 2000 ლარი (ბონუსით 3000 ლარი) აუცილებელი მოთხოვნა: ** უცხო ენა სასაუბრო დონეზე; ** Fashion retail მიმართულებით გამოცდილება; ** დისციპლინა და პასუხისმგებლობა; ** ლიდერის უნარ-ჩვევები. მოვალეობები: ** პროდუქციის მიღება და შეკვეთის მომზადება; ** მომხმარებლის სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ** ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; ** დარბაზში წესრიგის მუდმივი მონიტორინგი; ** ახალი თანამშრომლების ტრენინგი და მონიტორინგი; ** პროდუქციის მოვლა/მოწესრიგება; ** სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. თუ გსურთ, შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge, Subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს! მადლობა!

განაცხადის გაგზავნა →