← ყველა ვაკანსია

ბარისტა

illy Caffè · აეროპორტის ფილიალი

"Illycaffe"-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა. დღესდღეობით illy Caffè-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 4 ფილიალით არის წარმოდგენილი. "illy Caffè" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბარისტა აეროპორტის ფილიალში: ვაკანტური ადგილი: 2 მოვალეობები: ** ცხელი და ცივი ყავების სხვადასხვა სახეობების მომზადება ** ყავის მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის ** ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა ** კაფის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად ** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება ** კაფეში ერთი ან რამდენიმე პოზიციის ცოდნა და მათზე მუშაობის უნარი ** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა ** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში მოთხოვნები: ** ბარისტად მუშობის გამოცდილება; ** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი; ** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები; ** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი; ** ინგლისური (სავალდებულო); რუსული (სასურველია) სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 6.67 ლარი საათში +2 % ნავაჭრის (1 თვის შემდეგ) + თიფსი (ზეგანაკვეთური ანაზღაურებადი +20 %) ** ოფიციალური დასვენების დღეებში მუშაობის შემთხვევაში ორმაგი ანაზღაურება ** სამუშაო გრაფიკი: 2 X 2, 12 სთ, თვეში 15 დღე, დღე ღამე ცვლები, მცოცავი ** სამედიცინო დაზღვევა, ** კვება. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@illycaffe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →