რუსულენოვანი მთავარი ბუღალტერი
Nexia Georgia
"Nexia Georgia" საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის — Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia Georgia აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებსა და ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიური გუნდი ყოველივე ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებითა და ცოდნით.
"Nexia Georgia" აცხადებს ვაკანსიას რუსულენოვანი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე კონტრჰაგენტი კომპანიისათვის.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი — ქ. თბილისი, Nexia Georgia-ს კონტრჰაგენტი კომპანიის ოფისი;
** სამუშაო საათები — სრული სამუშაო განაკვეთი (09:00-18:00 ან 10:00-19:00), ორშაბათი-პარასკევი;
** ანაზღაურება — 4500 ლარი (ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის გარეშე).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება;
** კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
** კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვის საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება;
** ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
** წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
** საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge. წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "მთავარი ბუღალტერი".