← ყველა ვაკანსია

ბუღალტერი

ფორმაქს

"ფორმაქსი" ჯი თი სი ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც სამშენებლო ინვენტარის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოს წარმოადგენს ამიერკავკასიაში. კომპანია სპეციალიზდება კედლისა და გადახურვის საყალიბე სისტემებისა და მათი აქსესუარების წარმოებაში, ევროპული სტანდარტების დაცვით, რაც "ფორმაქსს" მშენებლობის საიმედო პარტნიორად აქცევს. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პირველადი ფინანსური და საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, სისწორის შემოწმება, დამუშავება და აღრიცხვა; ** საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და საბანკო ამონაწერების შედარება საბუღალტრო მონაცემებთან; ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, ნაშთების კონტროლი და ურთიერთშედარება; ** ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და მარაგების აღრიცხვა; ** სასაწყობო და საწარმოო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება; ** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და გამოვლენილი სხვაობების აღრიცხვაში ასახვა; ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადებასა და წარდგენაში ჩართულობა; ** დღგ-ის, საშემოსავლო და მოგების გადასახადების გაანგარიშებაში ჩართულობა; ** ყოველთვიური საბუღალტრო დახურვისა და ფინანსური ანგარიშების მომზადებაში ჩართულობა; ** მენეჯმენტისთვის საჭირო ფინანსური ინფორმაციისა და მონაცემების მომზადება; ** შიდა და გარე აუდიტის პროცესში მონაწილეობა, მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსებში / ბუღალტერიაში / ეკონომიკაში; ** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება (სასურველია წარმოების მიმართულებით); ** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; ** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (სასურველია 1C ბალანსში მუშაობის გამოცდილება). პიროვნული უნარები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე; ** ანალიტიკური აზროვნება; ** დროის ეფექტიანი მართვა და ვადების დაცვა; ** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი; ნახუცრიშვილის N18 (აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია); ** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი, შესვენება 13:00-14:00. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@formax.ge; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "ბუღალტერი" (წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება). მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

განაცხადის გაგზავნა →