ხის დამამუშავებელი ჩარხების საველე ინჟინერი
Biesse Georgia
ხის დამამუშავებელი ჩარხების მწარმოებელი იტალიური კომპანიის "BIESSE SPA" წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას საველე ინჟინრის პოზიციაზე: ხის დამამუშავებელი ჩარხების საველე ინჟინერი
ძირითადი მოვალეობები (თბილისში ან რეგიონში):
** ჩარხის დამონტაჟება და პირველადი გამართვა ობიექტზე;
** გაუმართაობის/ხარვეზების დროული დიაგნოსტიკა, მიზეზების დადგენა და შეკეთება (როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად);
** მომხმარებლისთვის ჩარხების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების გაცნობა/ტრეინინგი;
** შესრულებული სამუშაოს და ტექნიკური მდგომარეობის შესახებ რეპორტების წარმოება;
** შრომის უსაფრთხოების და ტექნიკური სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება (პროფესიული ან უმაღლესი — ელექტრონული, მექანიკური ან ინჟინერიის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (ჩარხების სერვისი, ელექტროობა ან მექანიკა);
** ელექტრო/მექანიკური სქემების კითხვისა და გაგების უნარი;
** ხელსაწყოებთან და საზომ აპარატურასთან (მაგ. მულტიმეტრი) მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ტექნიკური ინგლისურის ცოდნა ინსტრუქციების წასაკითხად და მხარდაჭერის ჯგუფთან საკომუნიკაციოდ.
პიროვნული თვისებები:
** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მოქმედების უნარი.
კვალიფიკაციის ასამაღლებლად ინჟინერი გაივლის ტრეინინგებს (დისტანციურად, ადგილზე ჩარხთან მიმდინარე სამონტაჟო სამუშაოებისას ან სერვისის დროს).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: hr@iwood.ge ან დაგვიკავშირდით: 595 443636.