← ყველა ვაკანსია

სასაწყობე მარაგების ტრანსპორტ/ზედამხედველ. პასუხისმგებ. პირი

პარადისის ჯგუფი

"პარადისი ჯგუფი" 15 წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ოფიციალურ ბრენდებს: Newbalance / EA7 Emporio Armani ასევე მულტიბრენდულ მაღაზიას City Sport - რომელიც აერთიანებს ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორიცაა EA7 Emporio Armani, Colmar, Peak Sport და Icepeak. კომპანია წარმოდგენილია 5 მაღაზიით თბილისში, ასევე, ონლაინ მაღაზიით - https://WWW.PARADISI.GE "პარადისი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე მარაგების ტრანსპორტირებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე. ფუნქციები და მოვალეობები: ** კვირის ჭრილში სასაწყობე მარაგების ტრანსპორტირება/გადაადგილება - დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** სატრანსპორტო საშუალების წესრიგზე ზრუნვა; ** სატრანსპორტო საშუალების მართვა დადგენილი მარშრუტის მიხედვით; ** სატრანსპორტო საშუალების მოვლა/პატრონობა, მათ შორის ჰიგიენური წესების დაცვა; ** კომპანიის სასაწყობე მარაგების სრული კონტროლისა და უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფა; ** საწყობის ნაშთების კონტროლი, მათ შორის შესაბამისი რეპორტის წარმოება და წარმოდგენა საჭიროების შემთხვევაში; ** საწყობის ნაშთების კონტროლი და შესაძლო დეფიციტების დროული იდენტიფიცირება; ** პასუხისმგებელია საწყობში არსებული მარაგების უსაფრთხო შენახვაზე, წესრიგზე, სისუფთავესა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე; საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** მართვის მოწმობა (B კატეგორია - აუცილებელია) ** კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: ** კონკურენტული ანაზღაურება; ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა; ** ჯანსაღი სამუშაო გარემო; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** პოზიციაზე გამოყოფილი ავტომობილი სრული დაზღვევით და საწვავის ანაზღაურება; გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@paradisi.ge. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "სასაწყობე მარაგების ტრანსპორტირებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი " / დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით აცხადებთ თანხმობას კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →