შეფ დე პარტიე
ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუ
მზად ხარ, ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის "Hilton"-ის დიდი ოჯახის წევრი?
ჩვენ გეძებთ შენ — საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს, შეფ დე პარტის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს;
** მსოფლიოს მასშტაბით ჰილტონის ფასდაკლებების პროგრამას;
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** ორჯერად კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ტრანსპორტირებას;
** ღირსეულ სამუშაო პირობებს;
** სხვადასხვა სახალისო აქტივობას და წამახალისებელ პროექტებს;
** უფასო ტრენინგებს ჰილტონის, ლინქდინის და ჰარვარდის საგანმანათლებლო პლატფორმებზე.
რას ველით შენგან:
** ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას;
** სასტუმროს სფეროში მზარეულად ან მზარეულის დამხმარედ მუშაობის გამოცდილებას;
** პასუხისმგებელი იყოს მის ცვლაში სტიუარდინგისა და სამზარეულოს ზონების სისუფთავეზე, თუ მენეჯერი არ იმყოფება ადგილზე;
** მოამზადოს მენიუ, ცხელი/ცივი კერძები და თვალი ადევნოს მათი მომზადების პროცესს;
** დარწმუნდეს, რომ ყველა სამუშაო ზონა სამზარეულოში მზადაა, რათა ეფექტურად, საჭირო სტანდარტების დაცვით, მათ შორის HACCP სტანდარტებით, ოპერირებდეს;
** ვიზუალურად შეამოწმოს წარმოებული საკვების ხარისხი, პირადად მიაწოდოს სტუმრებს შეკვეთების ნაწილი და მოითხოვოს შეფასება;
** დაეხმაროს შეფს სამზარეულოსა და მიმდებარე ზონების სანიტარული პირობების სისუფთავისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფაში;
** დარწმუნდეს, რომ გუნდის ყველა წევრი იაზრებს მათ მიზანს და სრულად აქვს ყველა საჭირო ნივთი და ცოდნა იმისათვის, რომ მოამზადოს მაღალი ხარისხის კერძები;
** სამუშაო დღის დაწყებამდე გამართოს შეხვედრები გუნდის წევრებთან და გააზიაროს ცოდნა;
** მხარი დაუჭიროს კვების ოპერაციების მენეჯერს კვებისა და სამზარეულოს ჰიგიენის დაცვაში, მენიუს დაგეგმვასა და შეთავაზებაში.
ველოდებით შენს რეზიუმეს ელფოსტაზე: tbsrv.hr@hilton.com ან დაგვიკავშირდით: 511 521 120
მადლობა დაინტერესებისთვის, შეხვედრამდე!